ua-football: გოჩოლეიშვილმა "შახტართან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"საბურთალოს" მარჯვენა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტართან" გააფორმა კონტრაქტი, - ამის შესახებ ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

გოჩოლეიშვილს დონბასური გუნდი განაცხადში სეზონის საგაზაფხულო ნაწილში შეიყვანს.

ციგანიკი ამტკიცებს, რომ მასთან ზაფხულში ხელშეკრულების გაფორმებას "დნიპრო 1" ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

Transfermarkt-ის მიხედვით, გოჩოლეიშვილის სატრანსფერო ფასი 600 ათასი ევროა და ის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ანუ დნიპროების და შახტარების იქით, არც კი მიდიოდა მოლაპარაკებები?
ე.ი. ვინც როგორ ახერხებს, ისე ითბობს ქართველ ბავშვებზე ხელს. უსინდისო მწვრთნელები იქნებიან, თუ საფეხბურთო აგენტები.
გივი
15 ნოემბერი 2022 07:53
2
აგენტი არ გყავს შვილო?!არ გათამაშებენ მანდ არა....ჩათლახი გუნდია ეგ შახტა დაგალპობენ სკამზე ან გაგანათხოვრებენ
რუსეთი და უკრაინა ერთი ყ....ა
15 ნოემბერი 2022 02:48
7
კიდევ ერთი " დამარხული ტალანტი " აგენტების მაგარი ნამუშევარი ფული ხომ გაამიასქნეს ვულოცავ აგენტის ცოლშვილს ფულებს
ნიკალსენა
15 ნოემბერი 2022 02:18
4

სიახლეები პოპულარული