ua-football: გოჩოლეიშვილმა "შახტართან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"საბურთალოს" მარჯვენა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტართან" გააფორმა კონტრაქტი, - ამის შესახებ ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

გოჩოლეიშვილს დონბასური გუნდი განაცხადში სეზონის საგაზაფხულო ნაწილში შეიყვანს.

ციგანიკი ამტკიცებს, რომ მასთან ზაფხულში ხელშეკრულების გაფორმებას "დნიპრო 1" ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

Transfermarkt-ის მიხედვით, გოჩოლეიშვილის სატრანსფერო ფასი 600 ათასი ევროა და ის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ ნიჭიერ ბიჭს იქ თუ არ წაუვიდა საქმე როგორც საჭიროა, მთელი ბპასუხისმგებლობა იმას დაეკისრება ვინც ეს შახტარი გაუჩალიჩა
მიხო
19:10 15-11-2022
0
თქვენი არ იყოს,მეც მეშინია,რომ გოჩოლეიშვილი გაყიდეს.ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც.დაჯერებაც არ მინდა,რომ კლუბმა, ამ მოლაპარაკებაში ხელი შეუწყო,გიორგის.რაც ვერ გკლავს,გაძლიერებსო.იმედია, გიორგიც გაძლიერებული დატოვებს შახტიარს,მაგრამ ძალიან კი მეშინია.არ არის ეგ,საქართველებო კლუბი.არც სისტემატური თამაში მოუწევს,ძირითადში,არადა ამ ასაკში,თამაში და ისევ თამაში სჭირდება ფეხბურთელს,ზრდისათვის.ფიზიკურად,ისედაც საკმაოდ კარგადაა მომზადებული...ერთი სიტყვით,არ ვენდობი ამ კონტრაქტის სიკეთისმომტანობას და ღმერთმა ქნას,ვცდებოდე.
სოსო
18:41 15-11-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული