ua-football: გოჩოლეიშვილმა "შახტართან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"საბურთალოს" მარჯვენა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტართან" გააფორმა კონტრაქტი, - ამის შესახებ ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

გოჩოლეიშვილს დონბასური გუნდი განაცხადში სეზონის საგაზაფხულო ნაწილში შეიყვანს.

ციგანიკი ამტკიცებს, რომ მასთან ზაფხულში ხელშეკრულების გაფორმებას "დნიპრო 1" ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

Transfermarkt-ის მიხედვით, გოჩოლეიშვილის სატრანსფერო ფასი 600 ათასი ევროა და ის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ ნიჭიერ ბიჭს იქ თუ არ წაუვიდა საქმე როგორც საჭიროა, მთელი ბპასუხისმგებლობა იმას დაეკისრება ვინც ეს შახტარი გაუჩალიჩა
მიხო
15 ნოემბერი 2022 19:10
0
თქვენი არ იყოს,მეც მეშინია,რომ გოჩოლეიშვილი გაყიდეს.ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც.დაჯერებაც არ მინდა,რომ კლუბმა, ამ მოლაპარაკებაში ხელი შეუწყო,გიორგის.რაც ვერ გკლავს,გაძლიერებსო.იმედია, გიორგიც გაძლიერებული დატოვებს შახტიარს,მაგრამ ძალიან კი მეშინია.არ არის ეგ,საქართველებო კლუბი.არც სისტემატური თამაში მოუწევს,ძირითადში,არადა ამ ასაკში,თამაში და ისევ თამაში სჭირდება ფეხბურთელს,ზრდისათვის.ფიზიკურად,ისედაც საკმაოდ კარგადაა მომზადებული...ერთი სიტყვით,არ ვენდობი ამ კონტრაქტის სიკეთისმომტანობას და ღმერთმა ქნას,ვცდებოდე.
სოსო
15 ნოემბერი 2022 18:41
0
Marto amisulashvili? lochishvilic mand iko usaqmod kievis dinamoshi, imedashvili gaxsovt? egec mand dagupes,arabidze,oqri,targamadze fraiburgidan shaxtarshi ram gadaikvana dgemde ver gamigia, bolos samtrediashi tamashobda tu ar vcdebi,mand maseti politika aqvt jer ukraineli da mere sxva da is sxva ati tavit unda jobdes adgilobrivs...
Givi
15 ნოემბერი 2022 17:57
1
რუსეთი და უკრაინა ჭაობია ჩვენი ფეხბურთელებისთვის, მაგას ჯობდა ავსტრის ნებისმიერ გუნდში გადასულიყო.. წარმატებებს ვუსურვებ
გოგა
15 ნოემბერი 2022 16:59
0
შახტარში რა უნდა? ევროპულ ტოპ 5-ში ახლაც უპრობლემოდ შეძლებდა. იმედია არ დაუნგრევენ კარიერას, ისე როგორც ბევრ სხვა ქართველს დაუნგრია ამ კლუბმა და ამ ჩემპიონატმა.
შმოლა
15 ნოემბერი 2022 12:41
0
ბევრს არ ახსოვს ამისულაშვილი. მაგისგან დაიწყო. კიევში რომ ჩაირიცხა, მას შემდეგ თითქმის 1,5 წელი სულ სკამზე ეჯდათ, ძალიან ნიჭიერი მცველი იყო, მეტის მიღწევა შეეძლო, კიევმა გაუფუჭა კარიერა. მაშინ ვაბრალებდი იმას, რომ ერთ ჯგუფში ვიყავით ჩვენ და უკრაინა და მაგარი მცველი უთამაშებელი დაგვიტოვეს თქო. ჰო და მერე შახტარი და არაბიძე და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო... მოკლედ ეს უკარინელები სულ გვიღუპავენ ფეხბურთელებს (მთავარია რუსეთს რომ დაამარცხებენ - რასაც მთელი ჩემი არსებით ვუსურვებ, მერე "მილიონიანი არმიით საქართველო არ დაიპყრონ")
alexandre
15 ნოემბერი 2022 12:27
1
Mag poziciaze bondari tamashobs 23 wlis nakrebis kandidati,bolo turshi golic gaitana da gamodis masze ori tavit magari unda ikos torem skamze jdoma ar acdeba,ratqmaunda tu bondari ar gakides am zamtars.warmatebebi giorgis...
Givi
15 ნოემბერი 2022 12:09
0
რა შახტარი, რა დნიპრო!ძალიან მეიმედებოდა ეს ბიჭი, მეგონა ფეხბურთის თამაში უნდოდა! შეიძლება არც არაფერს ეკითხებიან და ისე ყიდიან, არ ვიცი. ღმერთმა ქნას, ვისაც ეს გადაწყვეტილება არ მოგვწონს, ვცდებოდეთ და ყველაფერი კარგად წაუვიდეს.
დავითი
15 ნოემბერი 2022 11:43
0
გიორგის წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ აბა ერთი ქართველი ფეხბურთელი დამისახელეთ რომელმაც შახტარში გაიხსრა და რეგრესი არ განიცადა. არ მემეტება ეს ბიჭი სათადარიგოთა სკამის სახეხად...
ელგუჯა
15 ნოემბერი 2022 10:53
1
გისურვებ წარმატებას ახალ გუნდში, მაგრამ რა საჭირო იყო ასე ნაცქარევად? მოეცადათ სხვა ვარიანტებიც გამოჩნდებოდა, გულშემატკივრების უმრავლესობას არ მოსწონს ეს გუნდი გარკვეული მიზეზების გამო
ალეკსანდრე
15 ნოემბერი 2022 10:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული