ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ua-football: გოჩოლეიშვილმა "შახტართან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"საბურთალოს" მარჯვენა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა "შახტართან" გააფორმა კონტრაქტი, - ამის შესახებ ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

გოჩოლეიშვილს დონბასური გუნდი განაცხადში სეზონის საგაზაფხულო ნაწილში შეიყვანს.

ციგანიკი ამტკიცებს, რომ მასთან ზაფხულში ხელშეკრულების გაფორმებას "დნიპრო 1" ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

Transfermarkt-ის მიხედვით, გოჩოლეიშვილის სატრანსფერო ფასი 600 ათასი ევროა და ის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.