Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა

AutoSharing Option
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებდა და პრიორიტეტად გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს ისახავდა, თუმცა, თუ Gazzetta dello Sport-ს დავუჯერებთ, "ბიანკონერის" ხელმძღვანელობის მთავარი სამიზნე "ემპოლის" გოლკიპერი გილერმო ვიკარიოა.

მამარდაშვილს "ვალენსიაში" ჩინებული ასპარეზობის შემდეგ კლუბმა კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა და გამოსასყიდი თანხაც 100 მილიონ ევრომდე ასწია, რაც სოლიდური თანხაა.

გიორგიმ "ღამურების" შემადგენლობაში წლევანდელ სეზონში 14 თამაში გამართა და 15 გოლი გაუშვა.

რაც შეეხება ვიკარიოს ტრანსფერს, თუ მხარეები შეთანხმდებიან, ფეხბურთელი სეზონს "ემპოლიში" დაასრულებს, ზაფხულში კი "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში გადავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მეკარეში მაინც რთული გადასახდელია 100 მილიონი, აგერ დონარუმა უფასოდ დაითრია პსჟ-მ.
როლანდის
16 ნოემბერი 2022 18:52
0
დაკაბალება და დამორჩილება განა სხვაგვარია? ხელფასს რომ უხდიან მინიმალურს 5 წლიან კონტრაქტზე, რომ იყოლიებენ და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონს უწესებენ, ფაქტიურად სხვაგან გადასვლის შანსს უკარგავენ და 2027 წლამდე იტოვებენ დაბალ ხელფასზე.სად იყო და რას აკეთებდა ამ დროს მისი აგენტი?
რიგითი გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2022 17:05
1
იმხელა ფასზე მოუწერა ხელი ვალენსიას, არ ვიცი, რაუნდა ქნას ისეთი, რომ მაგხელა ფული ქართველ მეკარეში გადაიხადოს ვინმემ.
ეეე
16 ნოემბერი 2022 11:36
5
ვინმეს თუ მოუნდება ყიდვა, მეტსაც გადაიხდიან. ხვიჩას რუბინი 20 მილიონად ყიდიდა და ატეხეს ყვირილი, რუსები ძალათი, არ უშვებენ მას, ჩაგრავენო და ეხლა ნაპოლიმ 100 მილიონად შეაფასა და მათ რომ ჰკითხო, ცოტააო!
როლანდი
16 ნოემბერი 2022 13:27
0
Ki masec iqneba davwere kidec roca es informacia daido italiels mianicheben upiratesobastqo...iuve didad arc mexateboda gulze iqvea reali an barsa...
Givi
16 ნოემბერი 2022 11:12
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული