Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა

AutoSharing Option
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებდა და პრიორიტეტად გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს ისახავდა, თუმცა, თუ Gazzetta dello Sport-ს დავუჯერებთ, "ბიანკონერის" ხელმძღვანელობის მთავარი სამიზნე "ემპოლის" გოლკიპერი გილერმო ვიკარიოა.

მამარდაშვილს "ვალენსიაში" ჩინებული ასპარეზობის შემდეგ კლუბმა კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა და გამოსასყიდი თანხაც 100 მილიონ ევრომდე ასწია, რაც სოლიდური თანხაა.

გიორგიმ "ღამურების" შემადგენლობაში წლევანდელ სეზონში 14 თამაში გამართა და 15 გოლი გაუშვა.

რაც შეეხება ვიკარიოს ტრანსფერს, თუ მხარეები შეთანხმდებიან, ფეხბურთელი სეზონს "ემპოლიში" დაასრულებს, ზაფხულში კი "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში გადავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მეკარეში მაინც რთული გადასახდელია 100 მილიონი, აგერ დონარუმა უფასოდ დაითრია პსჟ-მ.
როლანდის
18:52 16-11-2022
0
დაკაბალება და დამორჩილება განა სხვაგვარია? ხელფასს რომ უხდიან მინიმალურს 5 წლიან კონტრაქტზე, რომ იყოლიებენ და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონს უწესებენ, ფაქტიურად სხვაგან გადასვლის შანსს უკარგავენ და 2027 წლამდე იტოვებენ დაბალ ხელფასზე.სად იყო და რას აკეთებდა ამ დროს მისი აგენტი?
რიგითი გულშემატკივარი
17:05 16-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული