ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა

AutoSharing Option
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებდა და პრიორიტეტად გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს ისახავდა, თუმცა, თუ Gazzetta dello Sport-ს დავუჯერებთ, "ბიანკონერის" ხელმძღვანელობის მთავარი სამიზნე "ემპოლის" გოლკიპერი გილერმო ვიკარიოა.

მამარდაშვილს "ვალენსიაში" ჩინებული ასპარეზობის შემდეგ კლუბმა კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა და გამოსასყიდი თანხაც 100 მილიონ ევრომდე ასწია, რაც სოლიდური თანხაა.

გიორგიმ "ღამურების" შემადგენლობაში წლევანდელ სეზონში 14 თამაში გამართა და 15 გოლი გაუშვა.

რაც შეეხება ვიკარიოს ტრანსფერს, თუ მხარეები შეთანხმდებიან, ფეხბურთელი სეზონს "ემპოლიში" დაასრულებს, ზაფხულში კი "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში გადავა.

ასევე დაგაინტერესებთ