გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. "ოქროს ბურთი 2023" - კვარაცხელია უკვე ათეულშია!

AutoSharing Option
Goal-მა 2023 წლისთვის "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სია განაახლა, რომლის მიხედვით, "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ხუთი პოზიციით წაიწია წინ და ათეულში შევიდა.

ვიმედოვნებთ, რომ ქართველი სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ ასპარეზობას გააგრძელებს და პრეტენდენტთა სიაში კიდევ უფრო დაწინაურდება.

"ოქროს ბურთის" ტოპ-ათეული

1. ლეო მესი (პსჟ)
2. ნეიმარი (პსჟ)
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
6. ვინისიუსი (რეალი)
7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
8. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
9. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
10. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 40 /
დაუჯერებელი რა არის,ისაა გაუგებარი! ამ დონის თამაშის მთელი სეზონის განმავლობაში დემონსტრირების შემთხვევაში მთავარ ნომინანტთა შორის რომ არ მოხვდეს,ის იქნება სწორედ წარმოუდგენელ-დაუჯერებელი.დღეს ნომინანტთა შორის მოწინავეობა,ხვალ და ზეგ - გამარჯვებები მიგველოცოს ხვიჩასთვის!!!
მერაბი
17 ნოემბერი 2022 23:21
0
დაუჯერებელი რა არის,ისაა გაუგებარი! ამ დონის თამაშის მთელი სეზონის განმავლობაში დემონსტრირების შემთხვევაში მთავარ ნომინანტთა შორის რომ არ მოხვდეს,ის იქნება სწორედ წარმოუდგენელ-დაუჯერებელი.დღეს ნომინანტთა შორის მოწინავეობა,ხვალ და ზეგ - გამარჯვებები მიგველოცოს ხვიჩასთვის!!!
მერაბი
17 ნოემბერი 2022 19:10
1
ადრე მახსოვს ტყავის ბურთის პრიზი არსებობდა სსრკს დროს ეხლა აღარაა სამწუხაროდ, საერთოდ ხაართ ფეხბურთის აზრზე თქვე უნიჭოებო? რა გააკეთა ჯერ კვარამ რომ ამ პრიზს დაეუფლოს. ჯერ ნახევარი სეზონი არ უთამაშია. წინ მსოფლიო ჩემპიონატია იქიდან აირჩევენ. ძნელი მისახვედრია?
დავით
17 ნოემბერი 2022 17:44
5
რა ,,ტყავის ბურთის პრიზი" არსებობდა? თან სხვებს ეძახით უნიჭოებს.
არანაირი ინდივიდუალური პრიზი ეგ არ იყო. ტარდებოდა სამი სხვადასხვა ასაკობრივი ტურნირი ბავშვებს შორის. და მას ,,ტყავის ბურთის ტურნირი" ეწოდებოდა.
რაღაცა გახსოვთ, მაგრამ მეხსიერების ჩავარდნებით. :))
დავით-ს
17 ნოემბერი 2022 23:31
0
ერთი პრიზი ცალკე დააწესონ მესისთვის, დანარჩენებისათვის კი ცალკე!!! სირცხვილია!!!
გიორგი
17 ნოემბერი 2022 12:52
8
ერთი პრიზი სამუდამოდ ,უკვე დაწესებული აქვს ლეო მესის, ესაა გულშემატკივრების სიყვარული!( ნუ შენნაირ ბოღმისტებს არ ვთლი)
გიორგი სირცხვილიას!
17 ნოემბერი 2022 15:21
0
ძალიან სასიამოვნოა,მაგრამ წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება და მის გარეთ დარჩენილ ფეხბურთელს,ოცნებაშიც არ ექნება შანსი,საუკეთესოდ გამოაცხადონ.იქ ვინც გაიბრწყინებს,ისინი დაიკავებენ მოწინავე პოზიციებს.
სოსო
17 ნოემბერი 2022 12:12
6
გეყოფათ ასეთი განდიდება გინდათ თავში აუარდეს?,ჯერ ისეთი არაფერი გაუკეთებია.მაგის გარეშეც თავისუფლად იგებს ნაპოლი.ეს სია რომ სამართლიანი იყოს პირველ ადგილზე ოსიმენი უნდა იყოს.მაგრამ ვინც ცოტა ვაზროვნებთ ვხვდებით რომ ერთი კაცი დიდ ფულს იხდის ოქროს ბურთებში და ამზადებენ მორიგი დაუმსახურებელი ოქროს ბურთისთვის.პსჟ-ს საშუალო გუნდმა ბენფიკამ გაუსწრო და ეს სამი რომ ჩამოუმწკრივებიათ რაში საფრანგეთის უსუსტეს ჩემპიონატში არიფების მოგებისთვის?
ვა რა დონეა
17 ნოემბერი 2022 11:26
8
რა მიკვირს იცით, ამ უვიცი დონესი? შენი მოკლე ჭკუით, თუ მესი ოქროს ბურთებში "თანხას იხდის" (თან მეცინება ამ სისულელეზე) სხვა ვარსკვლავებმაც გადაიხადონ ფული და "იყიდონ" ეს შენი ბურთეი, რა ფულები არა აქვთ, თუ ღარიბები არიან? რა ლეომ დაუშალა არ იყიდოთო? ვაი ნეტავ შენ ჭკუა მოგცა ღმერთმა და მერე იდიოტურ კომენტარებსაც კი არ დაწერდი?
ვა რა დონეას:დდდ
17 ნოემბერი 2022 17:01
0
როლანდო როგორ გყავს? ხომ არის კარგად? ფხიი.
დონეს
17 ნოემბერი 2022 15:29
0
ყველა გამოხმაურება
აუუუუუუ კვარააააა, საოცრებაა ეს ბიჭი! ამის შემხედვარე გამოიმასქნდები კაცი...
ვენეციის კომისია
17 ნოემბერი 2022 11:17
1
9.ელმასი (ნაპოლი); 10. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
xuta
17 ნოემბერი 2022 10:47
18
ე ბიჯო დროზე მოურჩინეთ, ეს წელია თუ ზურგი რა გახდა ამისთანა. წარმატებები კვარას!
რრრ
17 ნოემბერი 2022 10:39
2
მარტალი ხარ 100 პროცენტიტ ეხლა მთავარია საუკეთესო პორმა კვარასათვის და ის 3 ეულშიც შევა .
gio9
17 ნოემბერი 2022 11:34
0
1981 წლის ოქროს ბურთის კანდიდატთა საბოლოო ათეულში იყვნენ ყიფიანი და შენგელია - შესაბამისად მე-9 და მე-6 ადგილები. ასე რომ ეს არ გაგვაკვირვებს. გაკვირვება და დიდი სიხარული იქნება, როცა კვარა ოქროს ბურთს აიღებს (ღმერთმა ქნას)
მომპირკეთებელი
17 ნოემბერი 2022 10:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული