ეს ამბავი შეუმჩნეველი არც იტალიურ მედიაში დარჩენილა. აი, რას წერს სხვადასხვა გამოცემა ამ ფაქტის შესახებ:
calcionapoli24.it: "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აქვს, მის გარეშე კი გუნდმა რამდენიმე თამაში მოიგო.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის გამო განკუთვნილი დასვენებით ისარგებლა და არდადეგებს სამშობლოში, ოჯახთან ერთად ატარებს.
ის იტალიისა და საქართველოს მატჩს თავის შეყვარებულ ნიცასთან ერთად დაესწრო. ხვიჩა კალათბურთს შესანიშნავად თამაშობს, ამ სპორტის დიდი გულშემატკივარია და არ გაუშვა შანსი,
მისი კუმირი "გოლდენ სტეიტის" კაპიტანი სტეფ კარია, რომლის სტილშიც აღნიშნა "ნაპოლიში" გატანილი პირველი გოლი.
AreaNapoli.it: "ნაპოლიში" სეზონის შესანიშნავად დაწყების შემდეგ ხვიჩა სამშობლოში დაბრუნდა, რათა ოჯახთან რამდენიმე დღე დაისვენოს.
ქართველი ვარსკვლავი 21 წლის შეყვარებულ ნიცა თავაძესთან ერთად საკალათბურთო მატჩს დაესწრო. კვარაცხელიას შეყვარებული თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და ის ფეხბურთელთან ერთად იტალიაში არ ცხოვრობს, თუმცა "მარადონას" სტადიონზე რამდენჯერმე შენიშნეს.
"კვარა" სამშობლოში დაახლოებით 10 დღეს გაატარებს. მან ზურგის ტრავმა უნდა მოირჩინოს, რათა თავისი ბატარეები ახლიდან დამუხტოს.
ის საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა, რომელმაც ფეხბურთელს საამაყო ადამიანი უწოდა.
"კვარა" დაახლოებით 10 დღეში Castel Volturno-ში გამოცხადდება, შემდეგ კი მისი "ნაპოლი" შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება.
თურმე ხვიჩა რომ არ მოეცა უფალს ჩვენთვის ისევ იმ წუმპეში ვიქნებოდით.
დავრწმუნდი, რომ კობიაშვილი ქართული ფეხბურთის მკვლელია.
დაინტერესდით ქვედა ლიგებში რა საზიზღრობებს ატრიელებს.
გლდანი მე 100 ?
როგორ გახადაჩემპიონი და ხაშურის გუნდის პერსპექტიულ ახალგაზრდებს, როგორ მოუკლა მომავალი !!!
არც არასდროს მომწონებია მაგის ნათამაშებიფეხბურთი