ჯუნტოლისა და ხვიჩას აგენტების შეხვედრა შედგა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის წინ, "ნაპოლის" სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტების შეხვედრა შედგა, ამის შესახებ Areanapoli.it-ის ჟურნალისტი ჯანლუკა ვიტალე იტყობინება.

წყაროს ცნობით, მხარეებს ფინანსურ საკითხებზე არ უსაუბრიათ და სავარაუდოდ, მოლაპარაკებები მალე გაგრძელდება

"ხვიჩა კვარაცხელია ყოველთვის ცდილობს "ნაპოლის" მაისურით გუნდისთვის ყველაფერი გააკეთოს. მისმა აჩქარებებმა და დრიბლინგის უნარმა გააოცა როგორც გულშემატკივრები, ასევე საფეხბურთო ექსპერტები. საოცარია, ის არ ფიქრობს ძვირად ღირებულ მანქანებზე და არ უყურებს იმას, თუ რამდენს გამოიმუშავებენ სხვა ფეხბურთელები. ახლა კი ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდება მოედანს.

თუმცა, ნორმალურია, რომ
"ნაპოლი" ქართველისთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. მაგრამ ვიმეორებ, ეს მხოლოდ აურელიო დე ლაურენტისისა და კრისტიანო ჯუნტოლის ინიციატივით ხდება და არა თავად ფეხბურთელის. ხვიჩას ინტერესებს: მამუკა ჯუღელი, კრისტიან ძაკარდო და ჯენარო დი ნარდო წარმოადგენენ.

ჯუნტოლისა და აგენტების შეხვედრის შემდეგ, ყველაფერი ბუნდოვნად რჩება. მხარეებმა ზოგადად ისაუბრეს, თუ რამდენად შედეგიანია ხვიჩა და როგორ იხარჯება მოედანზე. მოლაპარაკებების პროცესში არაფერი ითქვა ხელფასზე ან ბონუსებზე. თუმცა, როგორც ჩანს, ამის დროც მალე მოვა" - წერს იტალიელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ხვიჩამ "ნაპოლის" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. ქართველმა 3-ჯერ თერთმეტმეტრიანის მოპოვებაც შეძლო. რაც შეეხება "კვარას" გუნდს, "პარტენოპეი" 41 ქულით სერია A-ს ლიდერია, მორიგ შეხვედრას კი 4 იანვარს "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"კვარაცხელია "ნაპოლიში" ერთადერთი ტალანტია და მისი გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება" - "პარმას" ყოფილი დირექტორი

alt"სლუცკიმ ევროპული ფეხბურთისთვის ბრილიანტი აღმოაჩინა" - ნიდერლანდელი ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარები / 4 /
რაც მეტი აგენტია, მით ფეხრდება საქმე
თენგაბი
04:15 22-11-2022
1
აგერ დორტმუნდმა,18 წლის ტალანტს,5 მილიონი დაუნიშნა ხელფასად.ასე რომ რამდენი ეკუთვნის ხვიჩას,თავად განსაჯეთ.
სოსო
14:30 21-11-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული