"კვარაცხელია უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ..." - მარადონას შვილი ხვიჩაზე, მამასა და მესიზე საუბრობს

AutoSharing Option
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილმა დიეგო მარადონა-უმცროსმა არგენტინისა და საუდის არაბეთის მატჩის შემდეგ Calcionapoli TV-სთან სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"მამას და მესის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. დიეგო ლეოს ყოველთვის იცავდა და მუდამ მის მხარეს იყო. "ლა პულგა" დიდ ზეწოლას განიცდის.

მამაჩემის შედარება რომელიმე ფეხბურთელთან? ამას მხოლოდ ის აკეთებს, ვინც ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. რა თქმა უნდა, მესი "ალბისელესტეს" ლიდერია, თუმცა სკალონი ცდილობს, რომ არგენტინის ნაკრებმა გუნდური ფეხბურთი ითამაშოს
და გამარჯვებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს.

რაც შეეხებათ ოსიმენს და კვარაცხელიას, ნიგერიელი ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია. "კვარა" კი უმაღლესი ხარისხისა და კლასის ფეხბურთელია. მაგრამ, სტანისლავ ლობოტკა "ნაპოლის" შეუცვლელი მოთამაშეა, მიუხედავად სუსტი ფიზიკური მონაცემებისა, სივრცეებს მუდამ პოულობს და გუნდის შეტევებს სწორედ სლოვაკი ფეხბურთელი იწყებს.

ვფიქრობ, ჯოვანი სიმეონე არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმარებოდა. "ალბისელესტეს" ალვარესი, დიბალა და კორეა ჰყავს, თუმცა სამივე მათგანი მეორე ფორვარდია. მჯერა, რომ სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრები წარმატებას მიაღწევს" - განაცხადა მარადონამ.

altკვარაცხელიასა და მამარდაშვილზე ბევრ ჭორ-მართალს წავიკითხავთ - სატრანსფერო ფანჯრის ამბები

altხვიჩა კვარაცხელიას სამეგრელოში, სახლთან, გულშემატკივრები დახვდნენ [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 29 /
რა ჩამოაყალიბა აქ ერთმა. მსოფლიო დონის ფეხბურთელები ახლა მსოფლიოზე გამოდიან და ამიტო ხვიჩა არაა ეგეთიო? რა დონის ზიზღი უნდა გალაპარაკებდეს ხვდები? ეგრე ჰალანდიც არაა მუნდიალზე მარა არ ითვლება ხო მსოფლიო დონის ფეხბურთელად?
მეტსაც გეტყვით, მესის არ აქვს მსოფლიო მოგებული და სანტი კასორლას აქვს, კასორლას არაფერს ვერჩი საერთოდ მაგრამ თქვენი ლოგიკით მესი არაფერი ფეხბურთელი არაა და კასორლა ჯობია რადგან მსოფლიო თასი აქვს. ანუუუ?
სად ხართ ხალხოო..
ისე მართლა ისწავლეთ ენები და სხვადასხვა ენოვან საიტებზე რომ იწერება ხვიჩაზე საქებარი სტატიები იმათაც შეუვარდით კომენტარებში, არაა ეგეთი კარგი და რას აპირებთო.
საკუთარი კარიერა ხომ არ გაქვთ და იქნებ სხვისი ფეხის გადაბრუნებით მაინც ისაზრდოოთ :)
Thomas
24 ნოემბერი 2022 20:04
1
მსოფლიოს დონის ვასკვლავი არა კვანტიი... სულ რამდენიმე თამაში ითამაშა იტალიის ჩემპიონატის მეორე მესამე დონის გუნდებთან ნორმალურ დონეზე და უკვე მართლა ზვეზდა გგონიათ!?. მსოფლიო დონის ვასკვლავები ახლა მსოფლიო ჩემპიონატე გამოდიან და გირჩევთ თვალი მიადევნოთ,განსაკუთრებით იმ ე.წ. ოცნების მომხრე ქომაგებს ვისაც კვარა მართლა სრულყოფილ ფეხბურთელად მიაჩნია და მზად არიან მოღალატე და ნაცი ეძახოს იმ თანამოქალაქეებს ვისაც კვარას გადაჭარბებული გაფეტიშება და ის იაფფასიანი პიარ ვიდეოები არ მოეწონა ამ ბოლო დროს რომ გავცელდა. ან კიდევ საიდან ასკვნით აპრიორი, რომ ხვიჩა და მისი ოჯახი ქოცია და მარტო ოცნების მხარდამჭერებს ეკუთვნის, როგორც ვიცი,ეს საჯაროდ არასდროს უთქვამთ. წინა თაობის ბალეშიკები სულ კამათობდნენ მესხი ჯობდა თუ მეტრეველი, მაგრამ მოღალატეებს და სამშობლოს გამყიდველებს ნაღდათ არ ეძახდნენ ერთმანეთს.
მააა
24 ნოემბერი 2022 10:39
23
მარადონას ვაჟს,ვერაფერში შეეკამათები.რაც თქვა,ყველაფერი სწორია.აი შენ კი,ამხელა პოსტი გააშანშალე და ყოველი დებულება,უაზრო და ღვარძლიანია.აქ სპორტული საიტია და სპორტზე ილაპარაკე,თუ რამე გაქვს,სათქმელი აზრი.დააცადეთ მაგ ბიჭს და შეარგეთ დასვენების დღეები.არის პარტიები,რომელთა სახელის გაგებაც კი მეზიზღება,არის ისეთებიც,რომლებიც არ მომწონს.მათი არგუმენტირებული კრიტიკაც დაუსრულებლად შემიძლია,მაგრამ სპორტთან,უკიდურესი აუცილებლობის გარეშე,არ ვაკავშირებ,არავის.ხვიჩა კი,მთელი ქვეყნის იმედია და ვისაც ფეხბურთი უყვარს,ყველას ეკუთვნის,მთელ საქართველოს ეკუთვნის.რონალდო მესისა არ იყოს,შევირგოთ და დავტკბეთ რა,მისი თამაშით,ტალანტით,გამარჯვებებით თუ კაი კაცობით.21 წლის ბიჭია და რაიმე რომც შეეშალოს,რა მოხდა,თქვენ არ გეშლებოდათ მის ტოლობას?!არადა ამ კარგი მამის შვილს,მართლა არაფერი ეშლება,ადამიანობაში.ნივთს ახლობიდან გაუფრთხილდი,სახელს კი,ბავშვობიდანო,ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე.ხვიჩა ახლა ბრწყინდება და შეიძლება ითქვას,ზეახალი ვარსკვლავია.სიახლიდან გავუფრთხილდეთ,ხალხო,ამ ბიჭს,თორემ თუ რაღაცა ჩაუწყდა შიგნით,შეიძლება გამთლიანდეს,მაგრამ იმ ახალივით ვეღარ იქნება.აღარც გატეხილი გული გულობს ძველებურად და ხვიჩას როგორი ბაჯაღლო უზის მკერდში,უნდა ხვდებოდეთ.ქართველებს მოგვდგავს,ყველაფერი უნდა წავბილწოთ ხოლმე და მერე,ჩვენგანვე ამღვრეულზე ვიწყებთ ტირილს,რა მღვრიეაო,წყალი.იქნებ ეს კამკამა წყარო მაინც შევინახოთ სუფთად და ისიც,ყველას გულს დაედება, მალამოდ.
მეც მაგრად გავაშანშალე,მაგრამ ეს სათქმელი უნდა მეთქვა,ყველასათვის.იმედია,ყველა დამეთანხმება
სოსო
24 ნოემბერი 2022 19:31
0
მსოფლიო დონის ვარსკვლავად ყალიბდებათქო დავწერე, ამას მთელი ევროპული პრესა წერს და ჩემგან გაგიკივრდათ? შევარდით ევროპულ საიტებზეც და იმათაც დაუწერეთ ეგ.
რატომ ხართ ასეთი აგრესიული მის მიმართ. ქოცების მომხრე გგონიათ ყველა მისი გულშეატკივარი? მაგას ნამდვილად არ მივიღებ ჩემს თავზე, იმიტომ რომ ყველაზე ანტო ქოცი ვარ.
ნაცებს და ქოცებს რომ განცდებით და მაგათ მიღმაც დაინახავთ სამყაროს მერე მომწერეთ!
თუმცა "ზვეზდა" ზე გეტყობათ უკვე.

რა ცაში აყვანაზეა ლაპარაკი, როცა ბიჭს ნაბიჯი ვერ გადაუდგამს კუდში არ სდიონ და უსამართლოდ არ ლანძღონ.

თუ ვერ იტანთ შეგიძლიათ არ უყუროთ მის თამაშს და რაც მოგწონთ იმით დაკავდეთ.
წარმატებები!
Spain
24 ნოემბერი 2022 15:08
0
იმედია მალე დაიწყება ვარჯიშები და წავა აქედან. არ შეარგეს წესიერად საქართველოში ყოფნა, მის ყველა გამოჩენას და გადაადგილებას ხმაური მოჰყვა, ასევე ინტრიგების ხლართვა და კბენა, როგორ ჩვევია ამ ქვეყნის უმრავლესობას და უკლავიატურესობას.
ვიღაცეებმა კამპანია ააგორეს, ბავშვებს ისე ესალმება არ იღიმისო, ზოგმა ბრეჟნევივით შორიდან უქნევს ხელსო, დაცვით დადისო...
ამდენი ცილისწამება და ტალახი მიიღო ბოლო დღეებში აქ, ნეაპოლელები ზედ ჰყვებიან და უთბილეს სიტყვებს უწერენ, ჩვენ რატომ ვიხრჩობით საკუთარ სიძულვილში ვერ ვხვდები. ხომ შეიძლება ჩვენთანაც იყოს ხალხი ლაღი, ბედნიერი, თუ არ გიხარია და არ გიყვარს, ვინ გაძალებს, ცუდს მაინც ნუ უწერ, გაიარე, დააიგნორე, რაც მოგწონს იმით დაკავდი, ეგ მაინც არის შესაძლებელი ამ უკიდეგანო სოც. სივრცეში.
დაცვაზე ვინც აპელირებდა რა აბსურდია, ჯერ ერთი არ ჰყავდა დაცვა და რომც ჰყავდეს რატომ არის გასაკვირი?! არ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა მზად ამ მასშტაბის ვარსკვლავისთვის და არ ვიცით მსგავს სიტუაციაში როგორ უნდა მოვექცეთ, რაც უკეთ გამოგვდის იმას ვაწვებით, კრიტიკას და ლანძღვას.
დაცვის ყოლა როდიდან არის თავში ავარდნის ნიშანი მაინტერესებს. ჩვენს თვალწინ მსოფლიო დონის ვარსკვლავი დაიბადა და ელვისებურად იზრდება და ვითარდება, რაც უფრო მეტად ხდება გაღმერთება მით უფრო იმატებს ნეგატივი, ჰეითერები, პირიქით უკეთესია, თუ მისი უსაფრთხოება დაცული იქნება. ამათმა ქირქილი დაიწყეს დაცვაზე.

მოკლედ არაფერი გვეშველება კიდე ბევრი წელი.
Spain
24 ნოემბერი 2022 03:08
1
ხვიჩამ ჯერ ქვილითაიას დონეს მიაღწიოს და მერე ამოიღეთ ხმა.
კ ო მ ბ ლ ე
24 ნოემბერი 2022 01:18
18
კომბლე,ქვილითაიას რას ერჩი,მასზე უარესი ფეხბურთელი,სხვა არ შეგხვედრია?ძალით ხომ არავის უვარდება ნაკრებში,იძახებენ და ეგეც მოდის,რაც შეუძლია,თავსაც არ იზოგავს.მადლობის მაგიერია?შენ გადი მაშინ მოედანზე და აჩვენე,რომ მასზე უკეთესად თამაშობ.იქნება შენც დაგიძახონ.
სოსო
25 ნოემბერი 2022 12:37
0
რომი რა გინდოდა რატო ჩაიშხამე საღამო ერთი უაზრო კომენტარის გამო? რეებს წერ როგორი აჭრილი ხარ, რა სომხეთი რა ნაცები და რა არარატიო? დ.დ.
baba
23 ნოემბერი 2022 23:54
1
რა იყო აშოტჯან რა არ მოგეწონა?
baba-s
24 ნოემბერი 2022 00:52
3
ვენაცვალე ხვიჩას ჩვენთვის არამარტო მაგარი ფეხბურთელია არამედ დიდი იმედი და რაც მთავარია ხალხს წარმოუდგენლად შეაყვარა თავი თავისი ქცევით ხასიათით ეს ყველაფერი ფეხბურთს ცდება დიდებული ადამიანია დიდებული არც არასდროს არ გახდება ეგრეთ წოდებული ცხვირაბზუა ვარსკვლავი ნეტა კიდე გამოჩნდეს მსგავსი ფეხბურთელები რამდენს ნიშნავს საქართველოსთვის!!ახლაც და მომავალშიც!
ზ.გ.
23 ნოემბერი 2022 22:11
1
რომი მგონია, რომ სანაიას ფსევდონიმია!
პლეხანოველი
23 ნოემბერი 2022 19:33
0
როგორხართ ეს ნაცები ჩასაფრებული ხვიჩას? გვახსოვს რომ გარბოდით ომის დროს ისტორიულ სამშობლოში სომხეთში..ისე რაო შენმა ბელადმა მიხომ?
პლეხანიველ-ს
23 ნოემბერი 2022 19:58
6
მარადონას მსგავსი ფეხბურთელი არც დაბადებულა და არც დაიბადება. მასზე უკეთესი უბრალოდ არ არსებობს. ვინც მესის შეადრის ან თუნდაც სხვა დღევანდელ მოქმედ ფეხბურთელებს, მას უბრალოდ არ ესმის ფეხბურთი და ვერ ვერასოდეს გაიგებს
დავით 67
23 ნოემბერი 2022 18:36
8
"მარადონას რაც აქვს მთელ თავის კარიერაში გაკეთებული ხვიჩამ უკვე გააკეთა."
"საქართველოს ხვიჩას მსგავდი ფეხბურთელი არ ყოლია არასდროს"- ასეთ "სიბრძნეებს" რომ დაწერ, თავი გულშემატკივარი გგონია? გინდაც ხვიჩას, ან ფეხბურთის?
რომი-ს
23 ნოემბერი 2022 17:04
9
შენ გინახავს ან გსმენია მუღთაზ ხურცილავა, მიშა მესხი, მეტრეველი, ჩოხელი, ძოძუაშვილი, ჩივაძე, დათო ყიფიანი, გუცაევი, კოსტავა. ეს ძველები. შემდეგ ახლები: ქეცბაია, ქინქლაძე და არველაძე. ეს ახალგაზრდები ფეხბურთის გაგებაში არ ხართ და ეს კიდევ არაფერი ასეთი უსამართლოები სად იბადებით!
მესხი მეტრეველი და ჩოხელი ევროპის პირველი ჩემპიონები არიან!!!
Shoda
23 ნოემბერი 2022 21:51
2
ერევან არარატს რომ უგულშემატკივრო არა?ხვიჩა რომ გაიგო რა ფენომენია არარატს არ ჯნდა გულშემატკივრობდე..
რომი
23 ნოემბერი 2022 19:02
7
მარადონა გარდა იმისა რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო მის დროს მისი დონე არავინ იყო გარდა იმისა რომ მოედანზე იყოო შეუდარებელი შეეძლო გუნდი დაემუხტა აეყოლიებინა და განეწყო თამაშის მოსაგებათ ქონდა ქარიზმა და "ჟილკა" რაც მესის არ აქვს სამწუხაროდ დიეგოსთვის ნაკრები იყო პირველი ნაკრების გამო საკლუბო კარიერა გვერზე გადადო დიეგომ 1986 მსოფლიო მარტომ მოიგო და დაუწერა არგენტინას ისტორია რაც შეეხება ხვიჩას ხვიჩა ქართველია ჩვენია გვიყვარს და ჩვენი მარადონა მაგრამ ლეგენდარულ დიეგომდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.
ზურა
23 ნოემბერი 2022 16:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული