"კვარაცხელია კატარში იკაშკაშებდა - მესის და მარადონას შედარება არ შეიძლება" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ რადიო "კის კისის" ეთერში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და თქვა, რომ "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კატარში იკაშკაშებდა.

"მესისა და მარადონას შედარება უაზრობაა. მესი ადამიანია, რომელიც ფეხბურთს უძლიერესთა შორის თამაშობს, მარადონა კი არაამქვეყნიური იყო.

ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატზე იკაშკაშებდა. ტურნირი მისთვის, ვიქტორ ოსიმენისა და ჯოვანი დი ლორენცოსთვის, ამ სამი ტალანტისთვის, თავის წარმოსაჩენად კარგი საშუალება იქნებოდა, რომლებსაც უქმობა უწევთ.

ჯერ მუნდიალზე დიდი მატჩები არ გვინახავს. თვით საფრანგეთი რაბიოს გოლამდე ვერ გამოიყურებოდა სათანადოდ, ხოლო შემდეგ აჩვენა, რაც შეუძლია.

"ნაპოლის" მრავალმხრივი თამაში შეუძლია, ფიზიკურად, ტაქტიკურად და ტექნიკურად. ადრე ფიზიკურად ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირება უჭირდა, მაგრამ ახლა ეს ასე არაა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ისე გაიკვირვე გეგონება აქამდე არ უთქმაშია
Qqq
25 ნოემბერი 2022 17:13
0
ვახ, როდის განახლდება სერია ა
ისე მაინც
25 ნოემბერი 2022 15:47
0
ისე მართლა მაგარი იქნებოდა დროებით ვარსკვლავების სხვა ქვეყნის მაკრებში თამაში მაგალიად ეხლა რომ ვერ თამაშობენ მუნდიალზე ხვიჩა ოსიმენი ჰალანდი და სხვები რომელიღაც ნაკრებში დროებით ამ მუნდიალზე რომ მიეცათ თამაშის უფლება (ოღონდ ორმაგი დროებით მოქალაქეობით და ისევ თავის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებით !) საინტერესოა ხვიჩას რომელი ნაკრები წაიყვანდა ? ასიანი მინიმუმ 32 დან 30 ნაკრები ჩადგებოდა რიგში !
zura222
25 ნოემბერი 2022 11:25
4
ალბათ არგენტინა წაიყვანდა, მარცხენა გარემარბი არ ყავთ და იდეალურად შეავსებდნენ მაგ წერტილს)
პლპლპლ
25 ნოემბერი 2022 11:28
0
უბრალოდ კალათბურთში იმდენი მაგარი ამერიკელია რომლებიც აშშ ნაკრებში ვერ ხვდებიან რომ ამიტომ მიდიან სხვა ნაკრებებში თორემ კვარაცხელიასაც შეეძლო სხვა ნაკრებში ეთამაშა თუ საქართველოზე უარს იტყოდა.
temo
25 ნოემბერი 2022 11:14
2
არარეალურად მოჩანს მაგრამ, ვფიქრობ საინტერესო იქნებოდა. მუნდიალზე, კომპეტენტური ხალხისგან შერჩეული ვარსკვლავური ნაკრები(დროებითი რა თქმა უნდა).
შოთა
25 ნოემბერი 2022 09:49
1
მე არ ვიცი ვინ მოიგონა კალათბურთში ერთი უცხოელის დამატების უფლება, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყნის ნაკრები იყენებს, მაგრამ ვინც მოიგონა კარგი მოიგონა. წარმოგიდგენიათ? ასეთი რამ ფეხბურთში, რომ იყოს რამდენი ვარსკვლავი შეძლებდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს და გაალამაზებდა ქომაგთა ამ დღესასწაულს? თუნდაც ჩვენი ხვიჩა, ოსიმენი და ვინ მოთვლის რამდენი ბრწყინვალე ოსტსტი უზის ტელევიზორს და უყურებს ფეხბურთს, მაშინ, როცა ფანებს მათი თამაში გააბედნიერებდა. გულშემატკივრებო! ხომ არ დავიწყოთ ეს მოძრაობა, რომ შემდეგ ჩემპიონატზე მსოფლიოს ყველა ვარსკვლავმა მიიღოს მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობა? ამით ხომ ფეხბურთიც მოიგებს და მაყურებელიც.
ჟორა გაბრიჭიძე
25 ნოემბერი 2022 00:08
12
Qqq რატომ ითამასენდა რუსეთში ???
zura222
25 ნოემბერი 2022 12:59
0
მასეთ შემთხვევაში კვარაცხელია რუსეთში ითამაშებდა
Qqq
25 ნოემბერი 2022 10:59
11
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული