ახალი ამბები ნეაპოლიდან - "კვარას" წარმომადგენლები აჩქარდნენ, ჯუნტოლიმ ერთბაშად 8 ფეხბურთელის ტრანსფერი მოინიშნა

AutoSharing Option
Il Mattino-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებს "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივება ამ ზამთარსვე სურთ.

ისინი ფიქრობენ, რომ "პარტენოპეი" ქართველს არც ახლა და არც ზაფხულში არ შეელევა და ამიტომ მიაჩნიათ, რომ ჩვენებური გაზრდილ გასამრჯელოს ახლავე იმსახურებს.

იწერება იმის შესახებაც, რომ ამაზე უარს არც გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისია და წესით, გარიგებას წინ არაფერი უნდა დაუდგეს. 

პარალელურად, იტალიური პრესა ავრცელებს ცნობას, რომ მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატისა და საკლუბო ფეხბურთში დასვენებისა, "ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი აქტიურ მუშაობას მაინც აგრძელებს და სატრანსფერო სიაში
ერთბაშად 8 ფეხბურთელი შეიყვანა. 

მის სიაში მოხვდნენ "ემპოლის" 26 წლის მეკარე გილერმო ვიკარიო, ასევე "ემპოლის" 22 წლის მცველი ფაბიანო პარიზი, ამავე გუნდის 19 წლის ნახევარმცველი ტომაზო ბალცანი, "კრემონეზეს" 22 წლის კიპერი მარკო კარნეზეკი, "ვერონას" 20 წლის მცველი ჯოშ დოიგი, "სასუოლოს" 23 წლის ნახევარმცველი დავიდე ფრატეზი, ამავე გუნდის 23 წლის ფრანგი ნახევარმცველი არმანდ ლაურინი და "ლუცერნის" 20 წლის ნახევარმცველი არდონ ჯაშარი.

როგორც ხედავთ, ჯუნტოლი ფსონს კვლავ ახალგაზრდებზე ჩამოდის. იტალიური პრესის ინფორმაციით, "პარტენოპეიმ" ზოგიერთი მათგანის ტრანსფერი შესაძლოა, უახლოეს დღეებშიც კი გაჩარხოს, მაგრამ "ნაპოლის" ზაფხულიდან შეუერთდებიან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
საქართველოს ხვიჩამდე ფეხბურთელი არ ყოლია…დღეს ერთ ერთი ყოფილი ფეხბურთელი შეფარული შურით საუბრობდა ხვიჩაზე მაგრამ მიიღო უცებ საკადრისი პასუხი..ძველ კომუნისტ ფეხბურელი გონია თავი..ასე შორიდან შეფარვით ექნებათ სასაუბრო ბოღმიანებს,მაგრამ სადაც მიმიწვდება იქვე მიიღებენ პასუხს…გაუმარჯოს ერთადერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიააააააას..
ხვიჩა საუკეთესოა
29 ნოემბერი 2022 01:27
17
კიდევ ერთი ქართველი შეურთდება ევროპის კარგ გუნს ოლიმპიაკოს.პრინციპში იქ არის უკვე და სამედიცინო შემოწმებას გადის.პარასკევს ოფიციალურად წარადგენს კლუბი
soso
29 ნოემბერი 2022 00:26
2
აქ ორი მიზეზია, მიუხედავათ ხვიჩას ფანტასტიკური დებიუტისა, მაინც ქართველია და ბოლომდე მთლად ვერ იჯერებენ, რომ სუპერვარსკვლავთან ააქვთ საქმე, ან დაიჯერეს და ფიქრობენ რაც არ უნდა კონტრაქტი გავუფორმოდ მაინც ვერ შევინარჩუნებთ ტყუილად ხელფასი რაღაზე მოუმატოთო. აბა სხვა ვერაფერი გავიგე ყველაზე პირველი გაუმჯობესებული კონტრაქტი ხვიჩასთვის უნდა დაედოთ და ეგენი უშნოდ იღეჭებიან.
ეეე
28 ნოემბერი 2022 20:46
4
დღეს განაახლა ვარჯიშიო და მართალია? ვერ მივხვდი ძველი ფოტო იდო თუ მართლა განაახლა
Skeleton
28 ნოემბერი 2022 16:43
2
ხვიჩას და კიმის გადასვლამ შეუწყო ხელი ნაპოლის პრეზიდენტს ახლა ფულებს რომ დებს ახალ ფეხბურთელებში, რომ არ გამართლებოდა, ცუდად ქონდა საქმე, ახლა გაუმართლა და ძუნწობს, იქნებ მეტს გამოვკრა ხელიო. ასეთია კაცის ბუნება.
irakli
28 ნოემბერი 2022 13:36
4
აშკარად იმსახურებს ხვიჩა ხელფასის გაზრდას თორემ დიდი ბრძოლებია მის ხელში ჩასაგდებად .
zurabi
28 ნოემბერი 2022 13:33
0
ეგრე არ არი რაა, მარტივად! ხელფასის გაზრდა მოითხოვს კონტაქტის პირობების შეცვლას და მაგ დროს როგორც წესი იცვლება გამოსყიდვის პირობები და კონტრაქტის ვადა ისე როგორც კლუბს აწყობს და არა როგორც მოთამაშეს. ამიტომ კარგი დაფიქრება მად საჭირო აგენტის მხრიდან თუ რამდენად ღირს ამ პირობების შეცვლას ის თანხა.
აქ გულშემატკივრების მხრიდან უსაგნო და უსარგებლო მსჯელობა ეკუთვნის და არ უკუთვნის და ვაა რა კაია და ა.შ., სრულიად დილეტანტურია და მეტი არაფერი.
Bs
28 ნოემბერი 2022 16:43
0
ხელფასი გასაზრდელია ყველა ვარიანტში - დღევანდელი გადმოსახედიდან არაა სამართლიანი ხვიჩას ყველაზე დაბალი ხელფასი გუნდში!
gogi
28 ნოემბერი 2022 12:54
0
ოსიმენი - 4,5
ლოზანო - 4,5
ჟელინსკი - 3,5
რასპადორი -2,5
კიმი - 2,5
ნდომბელე - 2,5
დი ლორენცო - 2,3
პოლიტანო - 2,2
ჟესუსი - 2,2
მარიო რუი - 2,1
ლობოტკა - 2
რაჰმანი - 1,8
სიმეონე - 1,7
ელმასი - 1,5
ანგისა - 1,5
კვარაცხელია 1,5
ოლივერა - 1,3
მერეტი- 1
ლადო
28 ნოემბერი 2022 15:55
0
დაბალიე აქვს მაგრამ ყველაზე დაბალი არა,ბევრს აქვს ნაპოლიში ხვიჩაზე დაბალი ხელფასი...
ბაჩი
28 ნოემბერი 2022 13:04
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული