ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ახალი ამბები ნეაპოლიდან - "კვარას" წარმომადგენლები აჩქარდნენ, ჯუნტოლიმ ერთბაშად 8 ფეხბურთელის ტრანსფერი მოინიშნა

AutoSharing Option
Il Mattino-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებს "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივება ამ ზამთარსვე სურთ.

ისინი ფიქრობენ, რომ "პარტენოპეი" ქართველს არც ახლა და არც ზაფხულში არ შეელევა და ამიტომ მიაჩნიათ, რომ ჩვენებური გაზრდილ გასამრჯელოს ახლავე იმსახურებს.

იწერება იმის შესახებაც, რომ ამაზე უარს არც გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისია და წესით, გარიგებას წინ არაფერი უნდა დაუდგეს. 

პარალელურად, იტალიური პრესა ავრცელებს ცნობას, რომ მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატისა და საკლუბო ფეხბურთში დასვენებისა, "ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი აქტიურ მუშაობას მაინც აგრძელებს და სატრანსფერო სიაში
ერთბაშად 8 ფეხბურთელი შეიყვანა. 

მის სიაში მოხვდნენ "ემპოლის" 26 წლის მეკარე გილერმო ვიკარიო, ასევე "ემპოლის" 22 წლის მცველი ფაბიანო პარიზი, ამავე გუნდის 19 წლის ნახევარმცველი ტომაზო ბალცანი, "კრემონეზეს" 22 წლის კიპერი მარკო კარნეზეკი, "ვერონას" 20 წლის მცველი ჯოშ დოიგი, "სასუოლოს" 23 წლის ნახევარმცველი დავიდე ფრატეზი, ამავე გუნდის 23 წლის ფრანგი ნახევარმცველი არმანდ ლაურინი და "ლუცერნის" 20 წლის ნახევარმცველი არდონ ჯაშარი.

როგორც ხედავთ, ჯუნტოლი ფსონს კვლავ ახალგაზრდებზე ჩამოდის. იტალიური პრესის ინფორმაციით, "პარტენოპეიმ" ზოგიერთი მათგანის ტრანსფერი შესაძლოა, უახლოეს დღეებშიც კი გაჩარხოს, მაგრამ "ნაპოლის" ზაფხულიდან შეუერთდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ