"ასაფეთქებლად მზადაა" - ხვიჩას აგენტი ძაკარდო კიდევ ერთი ქართველი ტალანტის ტრანსფერს აანონსებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალმა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და, ფაქტობრივად, კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერზე მიანიშნა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.

- კვარაცხელიას შემდეგ, რომლის შუამავალი მოლაპარაკებებში იყავით და "ნაპოლიში" გადავიდა, არის თუ არა სხვა ქართველი ტალანტი, რომელიც "ასაფეთქებლად" მზადაა?

- დიახ, შემტევია, 2003 წელს დაბადებული. ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.

- ვინ არის?
- სახელს მოგვიანებით დავასახელებთ, ამის შესახებ გაიგებთ.

ძაკარდოს ნათქვამი Areanapoli-მაც დაადასტურა.

ადრე მან განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების თამაში ნახა, ეს
ქვეყანა როგორც საფეხბურთო, ასევე სხვა მიმართულებებითაც ძალიან ვითარდება და არ გაუკვირდება, თუ სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს იხილავენ.


მკითხველის კომენტარები / 34 /
იტალიურ სპორტ ფეიჯებზე კომენტარებში ბევრი წერს და გაგიკვირდებათ და საუბარია თელავის 19 წლის ვინგერ გიორგი კვერნაძეზე. წარმატებები მას.
Charley
17:13 29-11-2022
0
ღრუსეთს რა
ZONDER
06:46 29-11-2022
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული