ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩას შესაძლებლობებმა ხალხი გააგიჟა და "მარადონაზე" დააბრუნა" - La Gazzetta "კვარაზე"

AutoSharing Option
ხვიჩამ ტრავმა ნელ-ნელა მოიშუშა და დასაბრუნებლად მზადაა, ყველაზე პოპულარული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი კი ქართველ ვარსკვლავს სხვადასხვა შესაქები სიტყვით ახასიათებს:

"ჩვენ მის თანაგუნდელებზე ნაკლებს ვსაუბრობთ, რადგან ხვიჩას წარმოსახვამ და შესანიშნავმა თამაშმა ნეაპოლელი გულშემატკივრები "მარადონას" სახელობის მოედანზე დააბრუნა, ხალხი გაოცებული და დამუხტულია მისი გენიოსობით. მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ ბოლო რამდენიმე შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა "პარტენოპეიმ" მაინც მოიგო, მაგრამ უნდა ითქვას, გუნდს "კვარას" გარეშე გაუჭირდა".

"ნაპოლი" სეზონის მეორე ნაწილისთვის მოსამზადებელ პერიოდს თურქეთში გაივლის, სადაც 3 ამხანაგურ შეხვედრას "კრისტალ პალასთან", "კარაგიუმრუკთან" და
"ანტალიასპორთან" გამართავს, სერია A-ს მორიგ შეხვედრას კი 4 იანვარს, "ინტერთან" ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ