ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოფიციალურად - გოჩოლეიშვილმა "შახტართან" ხელშეკრულება გააფორმა

AutoSharing Option
"საბურთალოსა" და საქართველოს ნაკრების 21 წლის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი "შახტარის" ფეხბურთელი გახდა.

დონბასური კლუბის საიტი იტყობინება, რომ ქართველს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ხელშეკრულება ძალაში 2023 წლის 1-ელი იანვრიდან შედის.

Transfermarkt-ის მიხედვით, გოჩოლეიშვილის სატრანსფერო ფასი 600 ათასი ევროა.