ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ექვსი ნულით - Transfermarkt-მა გოჩოლეიშვილის ტრანსფერის ფასი გაამხილა

AutoSharing Option
„შახტარში“ მარჯვენა მცველის პოზიცია პრობლემურია. ამიტომ გადაიბირეს „საბურთალოდან“ 21 წლის გიორგი გოჩოლეიშვილი და ხუთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

გოჩოლეიშვილი სწრაფია, ტექნიკური, კარგი დრიბლინგი აქვს, პერსპექტიულია და დონეცკურ გუნდს ნაახალწლევს შეუერთდება.

დონბასურმა კლუბმა ტრანსფერის დეტალები არ გაამხილა, Transfermarkt-ი კი იტყობინება, რომ „შახტარმა“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი 1 მილიონ ევროდ შეიძინა.

ცნობისათვის, Transfermarkt-ის მიხედვით, გიორგის საბაზრო ღირებულება 600 ათასია.