ხვიჩა ბრუნდება - "ნაპოლის" დეკემბრის გეგმები და სპალეტის მთავარი მიზანი

AutoSharing Option
წლის უკანასკნელი თვე დაიწყო. ეს პერიოდი გახურებული საკლუბო სეზონისა იყო ხოლმე, თუმცა ახლა ვითარება შეცვლილია და მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ეს გარემოება კლუბებს საშუალებას არ ეძლევს, იმ მოთამაშეების გამოკლებით, რომლებიც კატარში მონაწილეობენ, შეკრება და ამხანაგური მატჩები არ გამართონ. მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი", რომელიც მზადებას ჩვენს მეზობელ თურქეთში გაივლის.

Sportall.Ge

თავდაპირველად, გავიხსენოთ, თუ რომელი ფეხბურთელები გაემგზავრნენ ნეაპოლელებისგან მუნდიალზე - კიმ მინ ჯე, მატიას ოლივერა, ზამბო ანგისა, პიოტრ ზელინსკი, ირვინგ ლოსანო. ვერ ვიტყვით, რომ ლუჩანო სპალეტის შეგირდები განსაკუთრებულ ფორმაში არიან, ისინი კლუბში გაცილებით
კარგად გამოიყურებოდნენ. იტალიის ჩემპიონატის ლიდერების მთავარ მწვრთნელს შეუძლია და პრინციპში, სხვა გზა არც აქვს, უახლოეს სატესტო მატჩებში გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ხუთეულის გარეშე მოემზადოს.

რა ხდებოდა მაშინ, როცა ქართველი გარემარბი ტრავმირებული იყო? ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი მშვენივრად გამოიყურებოდა (თავის მხვრივ, ის არც ნოემბრის სანაკრებო პაუზისას გამოირჩეოდა) და მას მომავალი წლიდან უფრო დიდი ამბიცია ექნება, სასტარტო შემადგენლობაზე პრეტენზია განაცხადოს. დიდია შანსი, უახლოეს მატჩებში ის მინდვრის ცენტრში ვიხილოთ, თუმცა რა იქნება 4 იანვარს, "ინტერთან" დაპირისპირებაში, ამას ერთად ვნახავთ.

კიდევ ერთი შემტევის, ჯაკომო რასპადორის პოზიციები აშკარად შესუსტდა. მისი ძირითად შემადგებლობაში მოხვედრა ამ გადასახედიდან რთული ამბავი ჩანს. ვნახოთ, მოსამზადებელ ეტაპზე რა შეიცვლება.

Sportall.Ge

იტალიურ მედიაში იწერება, რომ სპალეტის მთავარი მიზანი გუნდის ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებაა, რადგან რთული გრაფიკის შემდეგ, არანაკლებ ინტენსიური პერიოდი იწყება უკვე არა მხოლოდ სერია ა-ში, არამედ იტალიის თასსა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. სეზონის განახლებამდე ფეხბურთელებს საშობაო შესვენებაც ექნებათ. გუნდში არც ტრანსფერებია გამორიცხული.

ხვიჩა კვარაცხელიამ სამშობლოში მშვიდად დაისვენა და მომჯობინდა, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და თუნდაც, ჟურნალისტებთან ნაკლები კონტაქტით. ყველას იმის იმედი გვაქვს, რომ ზურგის არეში ტკივილები "კვარადონას" თავს აღარასდროს შეახსენებს. ჩვენებური თამაშს მონატრებულია და გუნდს მთელი ენთუზიაზმით შეუერთდა.

Sportall.Ge

ჯერჯერობით ნეაპოლურმა კლუბმა მხოლოდ ორი ამხანაგური მატჩის შესახებ დაადასტურა - 7 დეკემბერს ადგილობრივ "ანთალიასპორთან" (თბილისის დროით 21:45 სთ) და ინგლისის პრემიერლიგის "კრისტალ პალასთან" (19:00 სთ). ზაფხულის ცუდი პრაქტიკიდან გამომდინარე, როცა რეპორტაჟები ფასიანი იყო და ყურება ძნელდებოდა, იმედია, ახლა ყველაფერი მარტივად ჩაივლის.

"ანთალიასპორი" თურქეთის სუპერლიგაში მე-11 ადგილს იკავებს. გუნდში ბრაზილიელი ფერნანდო გამოდის, რომელიც დონეცკის "შახტარიდანაც" უნდა გვახსოვდეს, მთავარი მწვრთნელი კი ახლო წარსულში დორტმუნდს "ბორუსიას" ერთ-ერთი წამყვანი ძალა ნური შაჰინია, რომელსაც მადრიდის "რეალსა" და "ლივერპულშიც" უთამაშია. კვარაცხელიას ყოფილ თანაგუნდელთან დაპირისპირებაც მოუწევს - "რუბინისა" და რუსეთის ნაკრების ექსუკანახაზელთან, 35 წლის ფიოდორ კუდრიაშოვთან.

Sportall.Ge

რაც შეეხება "კრისტალ პალასს", ისინი პრემიერლიგაში არიან მე-11 პოზიციაზე. ლეგენდარული ფრანგის, პატრიკ ვიეირას გუნდის შეტევაში ჯორდან აივუა, რომელიც განის ნაკრების წევრია. კვარაცხელიას სავარაუდო დუელი ნათანიელ კლაინთან მოუწევს, რომელიც ერთ დროს "ლივერპულის" წევრი იყო. ეს გუნდი თურქეთში ესპანურ "ვალიადოლიდს", ადგილობრივ "ტრაბზონსა" და ბრაზილიურ "ბოტაფოგოსაც" დაუპირისპირდება...

"კვარას" თამაში მოგვენატრა და მუნდიალის დროსაც ამხანაგურ მატჩებს თვალს სიამოვნებით მივადევნებთ.

altკვარაცხელიას ვერცერთმა თანაგუნდელმა ვერ გაიმარჯვა, კიმი ისევ ბრწყინავს - ნეაპოლელები მუნდიალზე

alt"კვარაცხელია კატარში იკაშკაშებდა - მესის და მარადონას შედარება არ შეიძლება" - იტალიელი ჟურნალისტი

altკვარაცხელიასა და მამარდაშვილზე ბევრ ჭორ-მართალს წავიკითხავთ - სატრანსფერო ფანჯრის ამბები

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ხვიჩას! კიდევ უფრო მეტი საგოლე პასი და გოლი!
Gogi
17:07 01-12-2022
0
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
16:21 01-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული