"კარგი ტრანსფერები უნდა გავაკეთოთ და ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადოთ" - ფიფიას კომენტარი "დინამოს" ჩემპიონობის შემდგომ

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის ბოლო ტურში "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეცხრამეტედ გახდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა.

"სასიხარულოა, თქვენც გილოცავთ. თბილისის "დინამო" უკვე კაი ხანია არ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი.

ახლა მთავარია გავიაროთ კარგი შეკრება და გავაკეთოთ კარგი ტრანსფერები, რომ მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის. მადლობა ყველას, ვინც "დინამოს" გულშემატკივრობდა. ჩვენ ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით", - თქვა ფიფიამ
მკითხველის კომენტარები / 58 /
გაყიდიან ფეხბურთელებს და ეს იქნება მათი ტრანსფერები
ga
04 დეკემბერი 2022 13:33
1
ფიფიამ ბავშვთა აკადემიის შექმნით უდიდესი საქმე გააკეთა, მაგრამ კლუბთან მიმართებით რომ კარგი გააკეთო დიდი ფინანსებია საჭირო. იყო ხარვეზები და იყო კრიტიკა... დინამო დიდიხანია ჩემპიონი არ გამხდარა და შესაძლოა ხარვეზები გათვალისწინებულია რადგან ურემი უკვე გადაბრუნდა. იმედია ყოველივე ცუდი უკან დარჩა!
ლაშა
04 დეკემბერი 2022 13:23
12
ამ ქვეყანაში სირცხვილის გრძნობა ხო არავის აქვს
Baggio
04 დეკემბერი 2022 13:20
2
ფარერების გარდა თქვენი გამჩერებელი ვერავინ იქნება.
ჟრუ
04 დეკემბერი 2022 13:00
5
მორიგი ტყუილი და თან ტრანსფერების აზრზე არარიან
beqa
04 დეკემბერი 2022 12:57
3
ნეტა ვინმეს ჯერა?
dato
04 დეკემბერი 2022 12:33
2
ვიცი მე თქვენი "კარგი" ტრანსფერები
ზურა
04 დეკემბერი 2022 12:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული