"კარგი ტრანსფერები უნდა გავაკეთოთ და ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადოთ" - ფიფიას კომენტარი "დინამოს" ჩემპიონობის შემდგომ

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის ბოლო ტურში "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეცხრამეტედ გახდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა.

"სასიხარულოა, თქვენც გილოცავთ. თბილისის "დინამო" უკვე კაი ხანია არ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი.

ახლა მთავარია გავიაროთ კარგი შეკრება და გავაკეთოთ კარგი ტრანსფერები, რომ მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის. მადლობა ყველას, ვინც "დინამოს" გულშემატკივრობდა. ჩვენ ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით", - თქვა ფიფიამ
მკითხველის კომენტარები / 58 /
ნეტა ვინმეს ჯერა?
dato
12:33 04-12-2022
2
თბილისის დინამომ,ლოკომოტივმა,ბათუმის დინამომ და ქუთაისის ტორპედომ სახელები შიცვალეთ გთხოვთ..საკუთარი ქალაქის სახელები არ ჯობია ამ ბომბების და მატარებლის სახელებს?..
ზესტაფდონი
16:34 04-12-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული