ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავიდე ანჩელოტი: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა დიადი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის შვილმა და მისმა თანაშემწემ, დავიდე ანჩელოტიმ, "ნაპოლის" ჟურნალთან ინტერვიუში თბილად გაიხსენა ნეაპოლი, სადაც მისი შვილები დაიბადნენ; გუნდი და მისი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი და მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შეაქო და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე გააკეთა კომენტარი:

"ნეაპოლელთა ახალი შენაძენები? კვარაცხელია ძალიან საინტერესო ფეხბურთელი აღმოჩნდა. ყველა მასზე საუბრობს.

გულშემატკივრისთვის მისი თამაში სასიამოვნო სანახავია, ვინაიდან დისბალანსს ქმნის, სწრაფია ერთი-ერთზე სიტუაციებში, პიროვნული თვისებები გააჩნია და საიმისოდ ყველაფერი აქვს, რათა დიადი ფეხბურთელი გახდეს".

ასევე დაგაინტერესებთ