"ნამდვილი ჯადოქარია" - რა გააკეთა კვარაცხელიამ "ნაპოლის" გუშინდელ ვარჯიშზე [PHOTO]

AutoSharing Option
ilmattino.it ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავს ავრცელებს და წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არანაირი ტკივილი აღარ აწუხებს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

წყარო აღნიშნავს, რომ ქართველი კვლავ ჯადოქრობებს აკეთებს და მისთვის ფიზიკური პრობლემები უკანაა მოტოვებული.

თემას ავრცობს areanapoli, რომელიც აღნიშნავს, რომ "კვარამ" ვარჯიშზე ნაფრენში ზღაპრული სილამაზის გოლი გაიტანა და ამის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს. 

Sportall.Ge

მოკლედ, "პარტენოპეი" სეზონის განახლებისთვის თურქეთში სერიოზულად ემზადება. ხვალ, 7 დეკემბერს, ადგილობრივ "ანტალიასპორს" ამხანაგურად გაეჯიბრებიან, 10 რიცხვში პრემიერლიგის ბინადარ "კრისტალ პალასს" ეთამაშებიან, შემდეგ იტალიაში დაბრუნდებიან და ერთ ამხანაგურსაც "მარადონაზე" ჩაატარებენ.

"პარტენოპეი"
სერია A-ს 4 იანვარს, "ინტერთან" საგარეო მატჩით განაახლებს.

altდავიდე ანჩელოტი: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა დიადი ფეხბურთელი გახდეს

მკითხველის კომენტარები / 10 /
ფეხბურთი მარტო ფული არ არის. თავის დროზე მარადონა ბარსელონადან ნაპოლიში გადავიდა. რა შეიძლება მოუტანოს კვარას მაგ. რეალში გადასვლამ: სახელი, ასჯერ მეტი ფული და განცხრომა. წელიწადში უწევს ორი მნიშვნელოვანი თამაში ბარსელონასთან, დანარჩენი ოფლის გამოშვებადაც არ ღირს. რა უნდა გააკეთოს კლუბში რომელიც ისედაც ყველას უგებს, არანაირი აზარტი, არანაირი აზრი. ერთადერთი რაშიც ოფლის დაღვრა მოუწევს, ყოველ წელს გადაიღოს სურათი ჩემპიონთა თასთან.
მამუკა
07 დეკემბერი 2022 03:50
5
არაპოპულარული აზრი: ნაპოლი წელს კი თამაშობს ტოპ დონეზე, მაგრამ მაინს ლაციოს, ფიორენტინას, ვილიარეალის, სევილიას და ა.შ დონეა. ასეთ გუნდებს სჩვევიათ ხოლმე უცებ აფეთქება, ზოგი ლიგის ფინალშიც კი გადის, ზოგს მოუგია კიდეც, მაგრამ ვერასდროს რჩებიან ზედაპირზე, განსხვავებით გრანდებისგან, ხშირად მსმენია, რომ ხვიჩა არ უნდა გადავიდეს არსად, მაგრამ იქნებ ახლაა ზუსტად ყველაზე კარგი შანსი? ვწერ და ნახევრად მეც არ ვარ დარწმუნებული ამაში, მაგრამ ვინ იცის? ღმერთით მალე ოქროს ბურთით გვენახოს
ლადო
06 დეკემბერი 2022 19:43
17
ხოდა მეც მაგას ვამბობ მეგობარო, რატომ გეწყინათ ფიორენტინა ლაციოსთან შედარება? ლაციო 2000 წელს ჩემპიონიც კი იყო, ან ბატისტუტას ფიორენტინა გაიხსენეთ... მაგრამ ვერცერთი ვერ რჩება უმაღლეს დონეზე. სამწუხაროდ ფეხბურთში ფული წყვეტს ყველაფერს, და გიგანტი კლუბები დაინაწილებენ ოსიმენს, კიმს და სხვებს და მაგ დროს არ უნდა ჩარჩეს კვარა გუნდში.
ლადო
07 დეკემბერი 2022 14:53
0
რაოო? რა ფიორენტინა და ლაციო,სევილია კიდე შეიძლება.ნაპოლი სულ ცხრილის თავშია და საკმაოდ დაბალანსებული,სტაბილური გუნდია.ამ ბოლო პერიოდში,პირიქით გუნდი აღმავლობის პერიოდშია,დაიმატეს ჯარგი ფეხბურთელები და კარგადაც ასპარეზობენ
ფიორენტინას და ლაციოს დონე?
06 დეკემბერი 2022 21:09
0
პირველად კვარცხელიამ გაიტანა მსგავსი გოლი,მსოფლიო სპორტული პრესა აჭრელებულია,სასწაული გამოხმაურება აქვს ამ გოლს,სავარაუდოდ წლის გოლზეა წარდგენილი
napi
06 დეკემბერი 2022 15:05
42
როგორ გეწყინათ ხვიჩას გოლი,თქვენი ხითარიანი ვერასდროს ვერ შეძლებს მსგავს..რა სარკაზმი ეგ სომხეთშია თქვენში პოპულარული
!!-s
06 დეკემბერი 2022 21:46
1
სანაია გამოდი გიცანი
მიხეილა
06 დეკემბერი 2022 19:53
2
ყველა გამოხმაურება
აი ვიდეო
https://www.facebook.com/stories/1834624336580844/UzpfSVNDOjUyOTAwNDI4OTEyMTEyOQ==/?view_single=1&source=shared_permalink
გოგა
06 დეკემბერი 2022 13:20
8
გაგვახარე კვარენცო , გფარავდეს ღმერთი
ჯჯჯ
06 დეკემბერი 2022 12:12
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული