"ნამდვილი ჯადოქარია" - რა გააკეთა კვარაცხელიამ "ნაპოლის" გუშინდელ ვარჯიშზე [PHOTO]

AutoSharing Option
ilmattino.it ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავს ავრცელებს და წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არანაირი ტკივილი აღარ აწუხებს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

წყარო აღნიშნავს, რომ ქართველი კვლავ ჯადოქრობებს აკეთებს და მისთვის ფიზიკური პრობლემები უკანაა მოტოვებული.

თემას ავრცობს areanapoli, რომელიც აღნიშნავს, რომ "კვარამ" ვარჯიშზე ნაფრენში ზღაპრული სილამაზის გოლი გაიტანა და ამის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს. 

Sportall.Ge

მოკლედ, "პარტენოპეი" სეზონის განახლებისთვის თურქეთში სერიოზულად ემზადება. ხვალ, 7 დეკემბერს, ადგილობრივ "ანტალიასპორს" ამხანაგურად გაეჯიბრებიან, 10 რიცხვში პრემიერლიგის ბინადარ "კრისტალ პალასს" ეთამაშებიან, შემდეგ იტალიაში დაბრუნდებიან და ერთ ამხანაგურსაც "მარადონაზე" ჩაატარებენ.

"პარტენოპეი"
სერია A-ს 4 იანვარს, "ინტერთან" საგარეო მატჩით განაახლებს.

altდავიდე ანჩელოტი: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა დიადი ფეხბურთელი გახდეს

მკითხველის კომენტარები / 10 /
ფეხბურთი მარტო ფული არ არის. თავის დროზე მარადონა ბარსელონადან ნაპოლიში გადავიდა. რა შეიძლება მოუტანოს კვარას მაგ. რეალში გადასვლამ: სახელი, ასჯერ მეტი ფული და განცხრომა. წელიწადში უწევს ორი მნიშვნელოვანი თამაში ბარსელონასთან, დანარჩენი ოფლის გამოშვებადაც არ ღირს. რა უნდა გააკეთოს კლუბში რომელიც ისედაც ყველას უგებს, არანაირი აზარტი, არანაირი აზრი. ერთადერთი რაშიც ოფლის დაღვრა მოუწევს, ყოველ წელს გადაიღოს სურათი ჩემპიონთა თასთან.
მამუკა
03:50 07-12-2022
5
არაპოპულარული აზრი: ნაპოლი წელს კი თამაშობს ტოპ დონეზე, მაგრამ მაინს ლაციოს, ფიორენტინას, ვილიარეალის, სევილიას და ა.შ დონეა. ასეთ გუნდებს სჩვევიათ ხოლმე უცებ აფეთქება, ზოგი ლიგის ფინალშიც კი გადის, ზოგს მოუგია კიდეც, მაგრამ ვერასდროს რჩებიან ზედაპირზე, განსხვავებით გრანდებისგან, ხშირად მსმენია, რომ ხვიჩა არ უნდა გადავიდეს არსად, მაგრამ იქნებ ახლაა ზუსტად ყველაზე კარგი შანსი? ვწერ და ნახევრად მეც არ ვარ დარწმუნებული ამაში, მაგრამ ვინ იცის? ღმერთით მალე ოქროს ბურთით გვენახოს
ლადო
19:43 06-12-2022
17
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული