ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"სირცხვილია! ხვიჩა ბრაზილიელი ან არგენტინელი უნდა იყოს, მას არ ჰყავს ნაკრები, რომელიც..." - მარკოლინი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა დარიო მარკოლინიმ Radio Marte-ს ეთერში იმ ვარსკვლავების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ასპარეზობენ.

რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა "პარტენოპეის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც მარკოლინიმ თქვა:

"სამწუხაროა, რომ კატარში კვარაცხელიას თამაშით ვერ აღვფრთოვანდით. ქართველი დიდი ფეხბურთელია, თუმცა არ ჰყავს ისეთი ნაკრები, რომელიც ამ გზაზე მას კომპანიონობას გაუწევს.

მსგავსი შემთხვევა გვაქვს ჰაალანდზე - დიდი სირცხვილია! ეს ფეხბურთელები ბრაზილიაში ან არგენტინაში უნდა დაბადებულიყვნენ", - ამბობს მარკოლინი.

altმატჩის დღე! "ნაპოლი" "ანტალიასპორს" ეთამაშება