"ჩაკვეს" საუკეთესო მომენტები ჯგუფურ ეტაპზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ლიგის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მიმდინარე სეზონში "სლოვანის" შემადგენლობაში ხსენებულ ტურნირზე ქართველი ფეხბურთელის საუკეთესო მომენტებია ნაჩვენები.

რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როდესაც ამდენი და ამ სირთულის ტრავმების შემდეგ ჩაკვეტაძე მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა, ძველებურად ატყუებს მოწინააღმდეგე მცველებს და საკუთარი გუნდის წარმატებაშიც დიდი წვლილი შეაქვს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
რაც ამ ვიდეოზეა დადებული,სულ რამდენიმე ფრაგმენტში ჩანს,ძველი ჩაკვეს ანარეკლი.სისულელეა ხვიჩას და ჩაკვეს ვიღაცისაგან დაპირისპირება.ორივე მარგალიტია.ერთი უკვე გაბრწყინებული,მეორე კი,ერთხელ უკვე გაბრწყინებული,მაგრამ კვლავ ნიჟარაში აღმოჩენილი,რომელიც ხელახლა უნდა გაპრიალდეს და გაბრწყინდეს.ძვირფასი ნივთი,ძვირფასი თვლების საშუალებით,მათი გემოვნებიანი შეთანაწყობით იქმნება.რაც უფრო გემოვნებიანია ოქრომჭედელი და რაც უფრო ხარისხიანია,ძვირფასი ქვები,მით უფრო ძვირფასი გამოდის ნაკეთობაც.
ამ შემოდგომით,ჩაკვე ჯერ კიდევ შორსაა იმისაგან რაც იყო,მაგრამ ისიც ჩანს,რომ სწრაფი ტემპით უახლოვდება მას და დიდი იმედი მაქვს,გაზაფხულისათვის,უკვე ძალიან ახლოს მაინც იქნება,თავის საუკეთესო ვერსიასთან.მერე კი,ვილი სანიოლის ჯერი დადგება.
სოსო
14:39 09-12-2022
0
ჩაკვე და კვარა არიან ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები, რომლებიდანაც ერთი ბრწყინავს, მეორე კი იბრუნებს ბრწყინვალებას!
ჯანმრთელი, წარმატებული და გამარჯვებების მომტანი იყოს მათთვის 2023წ
ვაჟა მასწავლებელი
23:18 08-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული