დიეგო! დიეგო! - პატარა ბავშვებისთვის ავტოგრაფის მიცემისას ხვიჩას მარადონას სახელს ეძახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, "ნაპოლი" სეზონის განახლებამდე შეკრებას თურქეთში გადის.

ერთ-ერთ დღეს ხვიჩა კვარაცხელია პატარა ბავშვებს ავტოგრაფს აძლევდა, როდესაც გულშემატკივარმა "დიეგო" დაუძახა.

უკვე ყველამ კარგად იცის, რომ "კვარას" ნეაპოლში და არამხოლოდ ნეაპოლში "კვარადონას" ეძახიან. ეს ყველაფერი უკვე პატარა ბავშვებმაც გაითავისეს და პირდაპირ საფეხბურთო მეფის სახელით მოიხსენიებენ.

ვიდეო აღებულია Khvicha Kvaratskhelia georgia-ს ფეისბუქგვერდიდან

მკითხველის კომენტარები / 8 /
დიახ!ადრე თავადაც თქვა:კვარა დამიძახეთო.
ნიანია ბაკურიანი
09 დეკემბერი 2022 18:17
0
ამასწინად ინსინიე იყო მისული ნაპოლის ბაზაზე. მოინახულა ყოფილი გუნდი. კომენტარებს გადავხედე და ნახევარზე მეტი წერდა, ეს არ გვაინტერესებს, კვარა გვითხარით როგორაა და როდის დაბრუნებაო. სულ გულებს უწერდნენ და უხაროდათ ქართველებს იმათი კომენტარები, სინამდვილეში კი რა არის აქ სასიხარულო? როცა რაღაც ისე არ იქნება, კვარაზეც ასე აგდებით ისაუბრებენ.
როცა ინსინიე ცრემლებით გააცილა მთელმა ნეპოლმა, კვარაზე იწერებოდა აგდებული კომენტარები, ვინაა, საიდან მოჰყავთ აზრზე არ ვართო და ახლა ისე შებრუნდა ყველაფერი, რომ პირიქით ინსინიე აღარაფერი აღარაა და მხოლოდ კვარა აინტერესებთ?!
ამას ფარისევლობა ჰქვია და ზუსტად იგივენაირად მოექცევიან კვარასაც, როგორც წინამორბედებს.

!!
09 დეკემბერი 2022 18:17
8
კვარა რომ სხვა გუნდში გადავიდეს უპატივცემულოდ მოქცევას იმსახურებს მაგის გამო?
რამდენი წელი ითამაშა ინსინიემ მათთვის. ორ თვეში გაღმერთებების არ მჯერა, ერთი ფეხის დაცდენა და ზედ გადაუვლიან.
იმედია შევცდები და როცა კვარას რთული პერიოდი ექნება გვერდით დაუდგება გულშეატკივარი.
!!
10 დეკემბერი 2022 17:05
0
ეს ნორმალურია, ფარისევლობა სულაც არ არის. მარადონაზე ამბობს ვინმე მასე ცუდს?- არა რათქმაუნდა. ინსინიემ ისინი მიატოვა, ის წარსულია
დავი
10 დეკემბერი 2022 04:51
0
ყველა გამოხმაურება
ძალიან მეშინია ამ გაკერპების და ზოგადად ფანატიზმის, ბავშვებს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა, ბავშვს არ დაესიზმრებოდა მისთვის დიეგო დაეძახებინა, მაგ ასაკის ბავშვმა რაიცის ვინაა დიეგო, მშობლები ეყოლება ფანატიკოსები და იმათი დამსახურებაა:)
.
09 დეკემბერი 2022 18:10
0
ბავშვმაც კი იცის ვინაა ხვიჩა ...
ბესო
09 დეკემბერი 2022 15:51
5
ამიტომ დაუძახეთ კვარა სხვისი სახელმა არუნდა დაჩრდილოს
beqa
09 დეკემბერი 2022 15:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული