ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯუნტოლიმ "ნიუკასლის" კვარაცხელიას ტრანსფერზე თანხის შეთავაზებაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნიუკასლი" მზადაა "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 50 მილიონ ფუნტად შეიძინოს. ამაზე "სპორტ-ექსპრესთან" კომენტარი ნეაპოლური კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გააკეთა:

"ხვიჩათი "ნიუკასლის" დაინტერესება? მიუხედავად შემოთავაზებული თანხისა, შანსიც კი არ არსებობს, რომ ჩვენ მას გავუშვებთ".

21 წლის კვარაცხელიამ "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ