დღეს "ნაპოლი" ამხანაგურ მატჩში "ვილიარეალს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ კვარაცხელიას შესახებ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:
"პაუზა მასაც ძალიან წაადგა. კარგად ვარჯიშობდა და ახლა შანსი აქვს ბოლომდე დაიხარჯოს. შესანიშნავი უნარები გააჩნია, თუმცა ცხადია, მისი ძლიერი მხარეა, როდესაც მეტოქეს ერთი-ერთზე ეთამაშება. "კვარას" თამაშის და მოძრაობის ტრაექტორის გამოცნობა მეურვისთვის შეუძლებელია".