"ნეაპოლელები ფეხბურთით ცხოვრობენ და ამას მაშინვე მივხვდი, როდესაც აქ ჩამოვედი. როდესაც "სტადიო მარადონაზე" დებიუტი მქონდა, თავი პროფესიონალ ფეხბურთელად მაშინ ვიგრძენი.
ნეაპოლში ხალხი ჩემგან ბევრს მოელის. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ძალიან ბევრი ვიმუშაო. მადლობას ვუხდი მათ, რადგან ისინი ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავენ.
ნეაპოლელებს და ქართველებს ეს საერთო გვაქვს... ორივე ოჯახს უპირველეს ყოვლისა ვაყენებთ. ამიტომაც აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში", - ამბობს კვარაცხელია.
შრომა და შრომა, რაც შენ არ გეზარება და ქართველებიც გავიხარებთ, იმედია.
დიდება საქართველოს!