ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სპალეტიმ გაამხილა, რას ფიქრობს კვარაცხელიაზე და რა თქვა დე ლაურენტისმა

AutoSharing Option
სახლში, ამხანაგურ მატჩში "ლილთან" 1:4 დამარცხებისგან "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტრაგედია არ შექმნა. ყოველ შემთხვევაში, ასე ილაპარაკა Sky Sport-თან.

მისი თქმით, ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება მართებთ, რადგან ფეხბურთელები მოედანზე სამუშაოს სანახევროდ ასრულებენ, რაც შედეგზე აისახება; კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გასახდელში მოღუშული მივიდა, თუმცა შემდეგ ყველას დამდეგი შობა მიულოცა.

სპალეტიმ აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფორმის გასაუმჯობესებლად სათამაშო დროს აძლევს, სანიმუშო პროფესიონალია და უმატებს.

ასევე დაგაინტერესებთ