01:38 05-01-2023
"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ ნახევარში ბურთს უფრო ხშირად "ნაპოლი" ფლობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდი ქართველს ყურადღებით მეურვეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ "კვარას" წინააღმდეგ "ნერაძურის" მცველებმა არაერთხელ იუხეშეს.
გოლის გატანის რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, "ინტერის" გამოცდილი მცველი მერეტთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.
მეორე ტაიმში "ნერაძური" კიდევ უფრო გააქტიურდა. 56-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ზუსტი ჩაწოდების შემდეგ ედინ ჯეკომ მატჩის ანგარიში გახსნა. "პარტენოპეიმ" მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილან შკრინიარი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარში დაარტყა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.
"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.
"ინტერი" 33 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური" 7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.
მილანი. "სან სირო"
ინტერი - ნაპოლი 1:0
გოლი: 1:0 ჯეკო (56)
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
გერმანელ კომენტატორს რომ ბევრ აქ დამკომენტარებელზე უკეთ ესმის ფეხბურთი, ეგ არაა გასაკვირი. გასაკვირი უფრო ისაა, საიდან ჩნდება ამდენი დაბოღმილი და ენაბოროტი ადამიანი. სად არინ ხოლმე გატვრენილები? რუსთაველის არ იყოს, "ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა" - ერთი სული აქვთ, ვიღაცას ფეხი დაუცდეს. არადა, რა ფეხის დაცდენაა ეს? - ყველამ ვიცით, რომ ამხელა პაუზის შემდეგ ნებისმიერ გუნდსა და ფეხბურთელს შეიძლება ჰქონდეს პრობლემები, მით უმეტეს, ტრამვის შემდეგ. ისიც ვიცით, რომ გუნდი სეზონში ყველა თამაშს ვერ მოიგებს.
ცუდია, ცუდი, რომ ამდენი გამოროტებული და ხელმოცარულია ჩვენს საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, ამ ბოღმიანი კომენტარების ავტორების დიდ ნაწილს თამაშისთვისაც არ უყურებია.
დამშვიდდით, ხალხო, დამშვიდდით - კვარაცხელია აუცილებლად შევა ფორმაში, ნაპოლი გახდება თუ არა ჩემპიონი, ეგეც არავინ იცის - ეგეთი ადვილი არაა იტალიის ჩემპიონობა. მთავარია, მაგარი გუნდია და აუცილებლად ათამაშდება ისევ გუნდიც და ხვიჩაც. ამ თითებბოროტა ხალხი ისევ დარჩებით უსაქმოდ :-)