"ქართველმა პირობა ვერ შეასრულა" - "ნაპოლის" ქომაგებმა "კვარა" და სპალეტი არ დაინდეს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა ჟურნალისტებთან საუბარში მარცხის მიზეზებზე ისაუბრეს და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას უღიმღამო მატჩზეც გააკეთეს:

"ამ მარცხში დამნაშავე რაჰმანი სულაც არაა, თითის მისკენ გაშვერა უსამართლობა იქნება. სინამდვილეში მარცხის მთავარი მიზეზი სპალეტია. კვარაცხელია და ლობოტკა ყველაზე ცუდად გამოიყურებოდნენ. ხვიჩამ განაცხადა, რომ თავის თამაშში სიახლეს შეიტანდა, რათა მეტოქეებს მისი შეჩერება ვერ მოეხერხებინათ, მაგრამ "ინტერთან" ეს ვერ ვიხილეთ, მას არაფერი გაუკეთებია", - განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს, ნეაპოლელები უახლოეს
მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.


alt"ნაპოლის" ქომაგები "ინტერთან" მარცხით ბედნიერი არიან - საოცარი დამთხვევა 36 წლის შემდეგ

alt"მისი წყალობით, ლობოტკა და ოსიმენი შევაჩერეთ" - ინძაგი "ნაპოლისთან" გამარჯვების შემდეგ

alt"ხარისხი დაგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ" - სპალეტი მატჩის შემდეგ

alt"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

მკითხველის კომენტარები / 17 /
როცა ხვიჩა ნაპოლიში გადავიდა, იმდენად დიდი წნეხის ქვეშ მოექცა, რომ მაშინვე ვიფიქრე გადაწვავენ მეთქი ამ ბიჭს ფსიქოლოგიურად. ასეც მოხდა. ზედმეტად მძიმე ტვირთი აკიდეს ამ ბიჭს თავიდანვე იტალიაშიც და საქართველოშიც. სულაც არ მიკვირს რომ ვერ გაუძლო. ახლა კი პატარა ჩავარდნასაც არ პატიობენ. არ იყო მისთვის ,,კვარადონას" და ასეთი რამეების ძახილი საჭირო.
ახალი წარმატებიბის წელი ქონოდეს ხვიჩას ამ წელს, მჯერა რომ ის თავის სიტყვას მაინც ბოლომდე იტყვის.
ქართველი
13:29 05-01-2023
12
და ეს შედეგი გასაკვირი იყო?იუვესთანაც წააგებს დიდი ალბათობით ნაპოლი.აბა სკუდეტოს ლანგრით ვინ მიართმევს.ეს მარათონია სადაც მილანს,ინტერს და იუვეს გაცილებით მეტი გამოცდილება და ტრადიცია აქვთ.ნაპოლის ჩემპიონობა სენსაციად შეირაცხება,რადგან ამ რბოლაში ფავორიტი ნამდვილად არაა.მარტო ხვიჩას არ უთამაშია ცუდად,ინტერმა ტაქტიკურად.იტალიურად მოახრჩო ნაპოლი და ფაქტიურად მომენტი არ შეაქმნევინა.ძალიან ხისტად ეთამაშენ ხვიჩას თავიდანვე,ამას უნდა შეეგუო,როდესაც სერია ა-ს საუკეთესო დრიბლიორი ხარ.ეს თამაში კიდევ უფრო გააძლიერებს
master
12:18 05-01-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული