კვარაცხელიამ რომ კავანი გაიმეოროს... - "ნაპოლი" "იუვენტუსისთვის" სირთულეა

AutoSharing Option
მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი მატჩი იტალიის სერია "ა"-ში ჩატარდება, სადაც ლიდერი "ნაპოლი" მეორე ადგილზე მყოფ "იუვენტუსს" უმასპინძლებს. გუნდებს შორის სხვაობა 7 ქულაა, რაც შეხვედრას კიდევ უფრო მეტ ინტრიგას სძენს.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო 13 იანვრის დაპირისპირებას განსაკუთრებით ველით. ქართველი გარემარბი ოპტიმალურ ფორმას იბრუნებს და ტურინულ გრანდს მისგან ბევრი ხიფათი ემუქრება. ლუჩანო სპალეტისა და მასიმილიანო ალეგრის დუელი ცალკე საუბრის ღირსია.

"იუვენტუსს" "სტადიო მარადონაზე" (მანამდე ამ არენას 4 სახელი ერქვა, ბოლოს კი "სან პაოლო") თამაში ძალიან უჭირს. Sportall.ge გთავაზობთ 5 საუკეთესო შეხვედრას,
რომლებიც ნეაპოლელთა საშინაო არენაზე ამ გუნდების მონაწილეობით ჩატარებულა.

26.10.2007 წელი

"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 3:1


გოლები: 0:1 დელ პიერო (46), 1:1 გარგანო (48), 2:1 დომიზი (62,პენ), 3:1 დომიზი (69, პენ)

Sportall.Ge

ტურინელებმა ამ სეზონში მე-3 ადგილი დაიკავეს და "ინტერსა" და "რომას" საკმაოდ ჩამორჩნენ, "ნაპოლიმ" კი 2006-07 წლების გათამაშება ცხრილის შუაში დაასრულა. 2007 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებული შეხვედრის მეორე ნახევარი ძალიან საინტერესო გამოდგა. სტუმრები ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ დააწინაურა, თუმცა ნეაპოლელებმა თამაშის გარდატეხა მოახერხეს. მატჩში მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გააფრთხილეს და მან საკუთარ კარში ორი თერთმეტმეტრიანიდან ამდენივე გოლი მიიღო.

25.03.2010

"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 3:1

გოლები: 0:1 კიელინი (7), 1:1 ჰამშიკი (51), 2:1 კვალიარელა (72), 3:1 ლავეცი (88)

Sportall.Ge

ეს სეზონი ორივე გუნდმა ცხრილის შუა ნაწილში დაასრულა, 25 მარტს ჩატარებულ მატჩში კი ასევე ტურინელები დაწინაურდნენ. ორივე გუნდში არაერთი საინტერესო ფეხბურთელი გამოდიოდა - ტრეზეგე, გროსო, დიეგო; ნეაპოლელთა შეტევის სამეულში კი ჯერ ედინსონ კავანი არ შედიოდა და გოლი ფაბიო კვალიარელამ გაიტანა. ვალტერ მაცარიმ ალბერტო ძაკერონს სამწვრთველო დუელში აჯობა.

09.01. 2011

"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 3:0

გოლები: კავანი (20,27,54)

Sportall.Ge

2011 წლის დასაწყისში გამართული დაპირისპირება ედინსონ კავანის ნამდვილ ბენეფისად იქცა. ესაა საუკეთესო სცენარი, რაც კი ახლა ქართველმა გულშემატკივრებმა შეიძლება წარმოიდგინონ. ურუგვაელი ფორვარდის გზა, რომელიც ამჟამად გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელია, მართლაც ბრწყინვალე იყო. ხსენებული მატჩი ის სეზონია, როცა ნეაპოლელებმა სკუდეტოსთვის მაქსიმალურად დიდხანს იბრძოლეს, თუმცა სანუკვარი მესამე ჯილდო მაინც ვერ მოიპოვეს და 2010-11 წლების გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულეს. ამ დროის "იუვენტუსში" გამორჩეული მოთამაშეები ნაკლებად იყვნენ.

05.04. 2017 

"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 3:2


გოლები: 0:1 იგუაინი (33), 1:1 ჰამშიკი (52), 1:2 იგუაინი (59), 2:2 მერტენსი (61), 3:2 ინსინიე (67)

Sportall.Ge

იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩი გონსალო იგუაინის ბენეფისად იქცა, არგენტინელმა ყოფილ კლუბს საშინაო არენაზე დუბლი შეუსრულა, რითაც ადგილობრივი ტიფოზები ძალიან გააბრაზა. "ბებერმა ქალბატონმა" ორი მატჩის ჯამში 5:4 გაიმარჯვა და თასის ფინალში გავიდა.

03.03.2019 

"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 1:2 

გოლები: 0:1 პიანიჩი (28), 0:2 ჩანი (39), 1:2 კალეხონი (61)

Sportall.Ge

ამ გუნდების მიერ ნეაპოლში ჩატარებულ მატჩებში "იუვენტუსმა" ბოლოს 2019 წელს გაიმარჯვა. შეხვედრა მასპინძლებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო - მეკარე ალექს მერეტი, რომელიც ახლაც მთავარი კიპერია, პირველივე ტაიმში გააძევეს. მეორე ნახევარში ვადაზე ადრე მინდორი გოლის ავტორმა მირალენ პიანიჩმაც დატოვა. მატჩის მიწურულს ლორენცო ინსინიემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და შეხვედრა ვერ გადაარჩინა. ამ წელს "ნაპოლიმ" მეორე ადგილი დაიკავა და "იუვეს" მთელი 11 ქულით ჩამორჩა.

შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ნაპოლი" და "იუვენტუსი" 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდებიან.

altროცა ოსიმენი შეუჩერებელია - "იუვენტუსთან" "ნამდვილი" კვარაცხელია უნდა ვნახოთ!..

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს თამაში ნიჩიაა.
კვარას წამქცევს ფეხში უნდა ვესროლოთ სხვა გზა არ გვაქვს დაამტვრევენ და მერე გვიან იქნება,, გვიააან!
დამაფინანსეთ თოფის საყიდელ ფული მომეცით და მე ვესვრი მაგ მატხუარ ნოდარას და ჯემალას ერთად... ანუ ორლულიანი მაინც უნდა იყოს. ან ლიმონკა! გრუპავოი გასახდელში ბაც! და .... ააა? თქვენგან რა მიდის?...
კ ო მ ბ ლ ე
12 იანვარი 2023 04:56
4
იმის შიში ნუ გექნებათ რომ მსაჯი გააჯეჯილებს იუვეს მცველებს, ნაპოლის სტადიონზე ისეთი გარემოა მსაჯი ჩაისვრის. ნაპოლი მიწასთან გაასწორებს იუვეს, კვარა ამ თამაშში მოიხოდება და გოლსაც გაიტანს...
დათო
11 იანვარი 2023 20:37
1
წარმატებები ხვიჩას... საქართველოს ნაკრებს და "ნაპოლის"!!!
tngh
11 იანვარი 2023 16:26
1
გაგიხარია,კარგია,კარგი ანალოგიები,მაგრამ...ხვიჩას თავისი გზა აქვს გასავლელი,რომელიც,მწამს,გამორჩეულად წარმატებული იქნებ,მისი იშვიათი ნიჭისა და მონაცემების სადარი!
მერაბი
11 იანვარი 2023 15:51
0
სპალეტი მომწონს. პენალტი კვარას უნდა დაერტყაო, მართალი თქვა. თუ გაიტანდა, ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედებდა. იმ თამაშსაც ბევრად უკეთ ითამაშებდა და იუვესთანაც კარგ ფორმაში იქნებოდა. ეხლა კი დარწმუნებით ვერ იტყვი კვარა რას იზამს. ფაქტია დახმარება ჭირდება.
პ.ს. მე მიკვირს რატო ჰყავს სპალეტის კვარა მარცხენა ფრთაზე მიჯაჭვული. იქნებ მოწინააღმდეგის უხეშობის დროს, ჯობს ცენტრში და მარჯვნივ გადმოვიდეს. თუნდაც დროებით.
პ.ს.ს. სხვათაშორის კვარა ტაქტიკურად სწორად თამაშობს და მთელ ფლანგზე მოძრაობს. ამ მხრივ კარგად გამოიყურება.
ჰაჰა
11 იანვარი 2023 13:21
0
Დანილო, რაბიო და მაკკენი ხვიჩას შეჩერებას ბინძური თამაშით შეეცდებიან, თავიდანვე ფეხებში მიცხებენ, როგორც ინტერმა გააკეთა პირველ ტაიმში.მსაჯების როლი ხვიჩასნაირი ტალანტის დაცვაში უდიდესია,თუმცა ჯერჯერობით ფაქტია, რომ ინტერთან მსაჯმა ორჯერ ისეთი ჯარიმები გაატარა, რომლებიც უეჭველი ყვითელი ბარათით ისჯება, უკნიდან ხვიჩას მუხლის სახსარში ისეთი ჩაარტყეს,რაც უდაოდ ყვითელიბარათიტ ისჯება. Ასე რომ ხვიჩას წინ დიდი და რთული გზა აქვს გასავლელი, ყველაფერს იკადრებენ მის გასანეიტრალებლად და თუ ასე დაუსჯელად გაგრძელდება მისი ჩეხვა,მძიმე ტრავმაც არ დააყოვნებს.
დავითი
10 იანვარი 2023 16:06
4
გასაგებია ჩვენი, ქართველი გულშემატკივრების რეაქციები,როცა ხვიჩას ყველა მოქმედებას განვიცდით, მაგრამ ცოტა გასაკვირია იტალიელების შეფასებები. ვინც იმთავითვე აკვირდება ხვიჩას საფეხბურთო განვითარებას, დამეთანხმება რომ მისი ბრწყინვალება სრულად ვლინდება გუნდებთან რომლებიც ასე ვთქვათ თავად თამაშობენ შემტევ ფეხბურთს, უყვართ ბურთის კოტროლი და არ ერიდებიან მაღალ პრესინგს.სწორედ ასეთ გუნდებთან ექმნება აუცილებელი სივრცეები, ნახევარდაცვისა და განაპირა მცველების მიერ ბურთის სწრაფად ამოტანის შემთხვევაში.ხოლო ისეთ მძიმე გუნდებთან როგორიცაა რომა და ინტერი, მისი სარგებლიანობა ვერაა მთლად თვალხილული. აქ მეტადაა ტაქტიკური დაპირისპირებები. ამ შემთხვევაში ხვიჩას თავად უწევს შავი სამუშაოს შესრულება. უმეტესად უკიდურესი ფლანგისკენ იწევს, რათა დაცვითი ხაზი მაქსიმალურად გაწელოს და აქცენტი გადადის უფრო მისი ფლანგის მცველსა და ნახევარმცველზე(ოლივეირა, რუი, ელმასი.) იგივე ხდებოდა უფრო დაბალი რანგის გუნდებთან(ლეჩე, ფიორე,სტანკოვიჩის სამპდორია), რომლებმაც უმეტესად 5 მცველიან ტაქტიკით ითამაშეს.ასე რომ აქ არაფერია საპანიკო. რაც შეეხება ნაპოლის, სულაც არაა სავალდებულო ამ პერიოდისთვის მაქსიმალური დატვირთვა. აქვს კომფორტული ჰანდიკაპი. რაც აძლევს საშუალებას ჯერჯერობით გავიდეს კლასის ხარჯზე და ფორმის პიკზე გავიდეს გაზაფხულისკენ. სწორედ მაშინ წყდება ტიტულების საკითხი და სწორედ ასე იქცევიან ტოპების ყველა პოტენციური ჩემპუონები.
ამატაკი
10 იანვარი 2023 14:32
0
კვარამ რომ კავანი გაიმეოროს ალბათ გადაირევა მთელი საქართველო,ნეაპოლი,იტალია.იქნებ ერთი მაინც შეაგდოს,თუნდაც პენალტით
master
10 იანვარი 2023 11:27
1
მადლობა, საინტერესო იყო
ზვიადი
10 იანვარი 2023 09:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული