ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Calciomercato: "კვარა" "იუვენტუსთან" განსაკუთრებული მატჩისთვის მზად უნდა იყოს

AutoSharing Option
13 იანვარს, პარასკევს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato ტურის ცენტრალური დაპირისპირების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

"სამპდორიასთან" გამარჯვების შემდეგ "ნაპოლი" პირველი წრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე სერია A-ს ზამთრის ჩემპიონი გახდა. სპალეტის გუნდი "იუვენტუსსა" და "მილანს" 7 ქულით უსწრებს. "პარტენოპეის" ამ წარმატებაში უდიდესი როლი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი არც ისე კარგ ფორმაშია, ორთვიან პაუზას "კვარასთვის" კარგი არაფერი მოუტანია.

ხვიჩამ
თავისი დრიბლინგით, გოლებითა და შედეგიანი პასებით "ნაპოლის" ქომაგებს ლორენცო ინსინიეს წასვლა დაავიწყა. ბათუმის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ბოლოს თავი 29 ოქტომბერს "სასუოლოს" (4:0) წინააღმდეგ გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ზურგის ტკივილი აღარ აწუხებს, თუმცა მისი სათამაშო კონდიციები საუკეთესოსგან ჯერ კიდევ შორსაა. აშკარაა, რომ ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

კვარაცხელიამ ნეაპოლში დაამტკიცა, რომ უნიჭიერესი ფეხბურთელია. "იუვენტუსთან" მატჩში "კვარა" სცენაზე უნდა დაბრუნდეს, ხვიჩა "შავ-თეთრებთან" მატჩში მაცდურ შანსს მიიღებს. "იუვე" 3 დღეში "მარადონაზე" ჩავა. განსაკუთრებულ შეხვედრას განსაკუთრებული მოთამაშე სჭირდება, ქართველმა "ნაპოლის" გულშემატკივრები აღტაცებაში კიდევ ერთხელ უნდა მოიყვანოს, რადგან ამ მატჩს 3 ქულზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 44 ქულით ლიდერობს, "იუვენტუსი" და "მილანი" კი 37-37 ქულით მეორე ადგილს იყოფენ.

altხვიჩას "ნაპოლისთან" "იუვენტუსს" უჭირს - მეკარის გაძევება, ექსმოთამაშის დუბლი - 5 Top მატჩი [PHOTOS]

alt"საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს ეხმაურება

altროცა ოსიმენი შეუჩერებელია - "იუვენტუსთან" "ნამდვილი" კვარაცხელია უნდა ვნახოთ!..

ასევე დაგაინტერესებთ