ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გატუზო: ვამაყობ გუნდით - მამარდაშვილმა 4 თუ 5 ძალიან რთული ბურთი მოიგერია

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "რეალთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ვალენსიას" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა:

"ძალიან ვამაყობ გუნდით. შესანიშნავად ვითამაშეთ. ეს გზაა, რომელიც უნდა გავიაროთ. ეს "კადისთან" დაგვაკლდა. ასევე გაგრძელება გვჭირდება, რადგან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც აქვს თავისი ხარისხი და მენტალიტეტი.

არ ვიცი, ვაჯობეთ თუ არა მეტოქეს. ტაქტიკურად სხვანაირად მოვემზადეთ, ვიდრე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვასპარეზობდით. ორი ნახევარმცველი დავაყენე და ამისათვის სათანადოდ მოვემზადეთ.

მეკარეები? კურტუა მრავალი წელია განუმეორებელია. ის მსოფლიოს 5 საუკეთესო გოლკიპერს შორისაა. მამარდაშვილმა 4 თუ 5 ძალიან რთული ბურთი მოიგერია. დღეს არ
გაგვიმართლა, მაგრამ ეს ფეხბურთია. ფეხბურთელობისას პენალტების სერიაში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. გამართლებაზეა. დღეს ასე არ მოხდა.

მე ტრანსფერებზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა საკადრო პრობლემები გვაქვს. კლუბმა იცის, რომ ნახევარმცველი გვჭირდება.