ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სპალეტი "იუვენტუსთან" მატჩამდე ხვიჩას პირადად გაესაუბრება - რის თქმას აპირებს "ნაპოლის" მწვრთნელი კვარაცხელიასთვის

AutoSharing Option
Il Mattino-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გუნდის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას "იუვენტუსთან" თამაშის წინ პირადად გაესაუბრება.

იტალიელი სპეციალისტი აპირებს ჩვენებურს უთხრას, რომ მიუხედავად ბოლო ორ თამაშში მცირედი ჩავარდნისა, მას კვლავ ენდობა და მნიშვნელოვან ფეხბურთელად თვლის.

სპალეტიმ იცის, რომ ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და ასეთ დროს ვარსკვლავობიდან კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები ნორმალურ ფეხბურთელებს ემსგავსებიან.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" შეხვედრა 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ