მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

AutoSharing Option
საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა ქუთაისის "ტორპედომ" 3 ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა.

იმერული გუნდის რიგები ლევან მჭედლიძემ, მათე ცინცაძემ და დინო ჰამზიჩმა დატოვეს.

კახა ჩხეტიანის კლუბმა შევსებაც მიიღო. ამიერიდან "ტორპედოს" ფორმით 25 წლის მეკარე ოთო გოშაძე და 24 წლის ნახევარმცველი დავით სამურკასოვი იასპარეზებენ. 

პირველმა მათგანმა გასული სეზონი თბილისის "ლოკომოტივში" გაატარა, ადრე კი "საბურთალოში", ბოლნისის "სიონსა" და "თელავშიც" უთამაშია. 

რაც შეეხება სამურკასოვს, ის "ლოკომოტივის" აღზრდილი გახლავთ, მთელი კარიერა ამ გუნდში ჰქონდა გატარებული, 2022 წლის აგვისტოში საბერძნეთის მე-2 ლიგის ბინადარ "ეპისკოპს" მიაშურა, თუმცა
მალევე სამშობლოში დაბრუნდა.

alt"ტორპედომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერ ვგებულობ ამათ ტრანსფერებს,ძმები ხორხელები არ დაიმატეს ახალგაზრდა პერსპექტიულ იგროკებს და უგუნდო ჩამოწერილი ხალხი მოყავთ,ცოტა გაახალგაზრდავეთ გუნდი,
დათო
13 იანვარი 2023 16:37
7
ეგ რეალობაა კი, ერთი და იგივე ხალხი იზილება სულ, გადადიდან გუნდიდან გუნდში, მერე ისევ უკან. ვინ ევროპაში ვერ გაამართლა, ან გულაობას გადაყვა და აღარსად იღებენ, ამ დალოცვილ ქვეყანაში კი თავისი ყოფილი მწვრთნელი ან მფარველი ეიმედება, უარს ხომ არ ეტყვის? რა პონტია უარი და იბრუნებენ უკან... მერე ისევ და ისევ, ერთი და იგივე. აუტანელია ეს ყველაფერი, მაგრამ რას იზამ
zura
13 იანვარი 2023 20:35
0
Qartuli gundebidan torpedo yvelaze karg transperebs charxavs(batumeli var rom rame)chemi azrit !!!
L.J .
13 იანვარი 2023 18:30
0
ეე ლევან მჭედლიძე სათადარიგოზეც მნიშვნელოვანი იყო ... ისეთი ტიპის ფეხბურთელია გადამწყვეტ თამაშში რომ გამოგადგება ქართული კლუბების დონეზე ... არ მომეწონა მაგის წასვლა ...
bejo
13 იანვარი 2023 14:54
7
ნეტავი ერთი თქვენ რა, ამ ყველაფერს სერიოზულად, რომ განიხილავთ. სამოყვარულოა ეს ჩვენი ფეხბურთი, რით ვერ გაიგეთ... არც ცოდნა, არც ფული და არც სურვილი არ აქვს არავის რაიმე სახით წარმატებას მიაღწიოს გინდ კლუბების ხელმძღვანელები აიღე და გინდ ფეხბურთელები, ამ ჩვენ ჩემპიონატს ვინ მოიგებს, აზრი ააქვს?
zura
13 იანვარი 2023 20:38
4

სიახლეები პოპულარული