ფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაო, კვარაცხელიას თამაშს ალღო აუღესო...

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა.

დიდებულ მატჩში „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დიდებულად გაისარჯა - სპალეტის გუნდმა „იუვეს“, რომელსაც ჩემპიონატზე ბოლო რვა მატჩი გოლგაუშვებლად ჰქონდა მოგებული, ხუთი გოლი გაუტანა.

მასპინძლები თვიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიამ აკრობატულ ნახტომში დაარტყა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ოსიმენმა ყველას დაასწრო და ნეაპოლელები დააწინაურა. საპასუხო შეტევისას დი მარიამ ბურთი ძელს გაარტყა. ტემპი მაღალი იყო, თამაში სასიამოვნო საყურებელი, დაძაბული და 39-ე წუთზე
ხვიჩამ ოსიმენის პასით შესნის კარი დალაშქრა და პირთამდე სავსე სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა. 42-ე წუთზე დი მარიამ მაინც შეამცირა ანგარიში და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შეხვედრა კიდევ უფრო თვალსასეირო გახდა, ხვიჩას ჩაწოდებული კუთხურის მერე რაჰმანიმ გაიტანა. 65-ე წუთზე ქართველმა ოსიმენს ფილიგრანული პასი გაუკეთა და მან დუბლი შეასრულა. სპალეტის შეგირდებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა არ შეაჩერეს და ელმასმა რიკოშეტით ანგარიში 5:1 გახადა. "კვარა" 88-ე წუთზე შეცვალეს, ტიფოზები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტები მიუძღვნეს, ხოლო სპალეტიმ წარმატებული მატჩი გულთბილად მიულოცა.

„ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერია და „იუვე“ 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს „კრემონეზესთან“ ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი 5:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), დი მარია (42), 3:1 რაჰმანი (55), 4:1 ოსიმენი (65), 5:1 ელმასი (72)

altხვიჩას მეორე საგოლე პასი "იუვენტუსთან" [VIDEO]

 

alt"კვარამ" "იუვენტუსთან" საგოლე პასი შეასრულა [VIDEO]

altხვიჩა ბრწყინავს და გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

alt"კვარას" აკრობატული დარტყმა და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" იგებს [VIDEO]

alt"ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია" - ჯანფრანკო ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა

alt200 ქართველი ადამიანი ხვიჩას დღეს სტადიონიდან უქომაგებს - რა ხდება ნეაპოლში "იუვენტუსთან" მატჩამდე

altდიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?

მკითხველის კომენტარები / 62 /
რუსეთის ქომაგი რომ არის არ გაუვცელონ თორემ არ გამოაბუნძულონ ევროპიიდან :დდდ
ffr
17 იანვარი 2023 14:56
1
Kvara Grandisimoooo
Gio9
15 იანვარი 2023 13:46
0
ერთ უცხოურ საიტზე კომენტარებში წავიკითხე ფრაზა, რომელიც პირდაპირ ასახავს ნაპოლი იუვენტუსის თამაშის შედეგს: ნაპოლიმ ბებერი ქალბატონი ქუჩის მეორე მხარეს გადაიყვანა.
გულშემატკივარი
15 იანვარი 2023 13:23
1
ბრავო სპალეტი,ბრავო ხვიჩა,ბრავო ნაპოლი, ხვიჩა გენაცვალე შენ მაგარო ბიჭო,ეგრე გააგრძელე,ღმერთი გფარავდეს.
Sake
14 იანვარი 2023 12:11
0
რაჰმანის კარში ჩაჭრა და მერეტის სასწაული სეივი ეგ შეიძლება გარდამტეხიც ყოფილიყო თამაშში. ნაპოლის მარჯვენა შემტევი სჭირდება ვინმე ნორმალური, გუშინ ელმასი სცადა და არ ჩანდა ცუდი ვარიანტი. კვარა კიდე მაოცებს და მაოცებს ასე ელეგანტურად და ხშირად, რბილი მოძრაობით როგორ ატყუებს მცველებს
რაბუ
14 იანვარი 2023 12:03
0
ამ ელმასს რას ერჩის ეს გამაგებიეთ ერთი:D
ირაკლი
14 იანვარი 2023 11:29
1
ვინ ერჩის? მშვენივრად შემოვიდა და მარჯვენა ფრთაზე კარგი, იყო არ გამიკვირდება მალე ზელენსი ანგისა ან პოლიტანო სკამზე გადასვას.
ეეე
14 იანვარი 2023 13:23
0
ჭორიკანებო დედები მოკითხეთ
დჭ
14 იანვარი 2023 10:56
4
სი ოლეეე
დჭ-ს
14 იანვარი 2023 11:49
0
სწორედ კვარას დამსახურებაა ნაპოლის ლამაზი და კომბინაციური თამაში, ხვიჩა მთელ გუნდს აძლევს საუკეთესო სტიმულს, მისი ბურთთან შეხება მოწინააღმდეგეს ძაფრავს, თანაგუნდელებს კი ჟილკას უღვიძებს. კვარა ტრავმირებული და მერეც როცა ფორმაში არ იყო ნაპოლი საერთოდ ვერ თამაშობდა. დააკვირდით და ნახავთ რომ ეგრეა. საწართველოს ნაკრებშიც მისი თამაშის შემხედვარე მძინარე თანაგუნდელები ეგრევე ცოცხლდებიან. მას რაღაც სხვანაირი ძალა და ენერგია აქვს!
Suxumchanin
14 იანვარი 2023 10:35
3
დიდი და გულთბილი მოკითხვა ვახუინაასსსსსსსს
მამუკა
14 იანვარი 2023 09:54
8
ოსიმენი-კვარაცხელიას დუეტი სტიქიური უბედურებაა. დღეს "ბებერი ქალბატონი" და სკუდეტო ორივე ერთად გაიტაცა ამ გრიგალმა და მათი დამწევი ზევსის ზებუნებრივი ძალაც აღარაა.
Charley
14 იანვარი 2023 04:33
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული