მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "მეცი" დავითაშვილის "ბორდოსთან" ერთად ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-19 ტურშიც გამოიჩინა თავი.

„მეცმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ 2:0 დაამარცხა. მიქაუტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 90+2-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 19 მატჩში 9 გოლია. ის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ „ბორდოს“ თავდამსხმელ ჯოშუა მაჯას ჩამორჩება, რომელმაც 11 გოლი გაიტანა.

„მეცი“ 31 ქულით მესამე პოზიციაზეა და 28 იანვარს გასვლაზე „ვალანსიენს“ შეხვდება.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ სახლში „ამიენთან“ კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი და ფრეს დასჯერდა (1:1). ქართველი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„ბორდო“ 33
ქულით მე-2 ადგილზეა და 28 იანვარს სტუმრად „დიჟონს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
,,ბორდო,, და ,,მეხი,, ლიგა-1ში.
ჟორჟ მიაწექით შენც და ზურიკომაც.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების კლუბებს, რომ შეხედავენ ცოტა ნერვიულობა დაიწყება მოწინააღმდეგეს და ეგაც ახდენს გავლენას გამარჯვებაზე. გამარჯვებებით გევლოთ.
100%
04:16 14-01-2023
2
ზაფხულში ძალიან გაუჭირდება გუნდს იმ ფეხბურთელის შენარჩუნება, რომელსაც წელიწადნახევრის წინ მათი დონის მოთამაშედ არ თვლიდნენ. დრო დააკარგვინეს ბელგიაში 1 წელი და ამან გარკვეული რეგრესი გამოიწვია. სიმართლე თუ გინდათ, მისი გაშვების გამო ვერ დარჩნენ ლიგა 1ში. ძალიან ცოტა დააკდათ. ვფიქრობ წინა სეზონის მეცი სხვა გუნდი იქნებოდა გიოსთან ერთად. უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში როგორც კვარას. წარმატებები ორივეს
Haaland
11:35 14-01-2023
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული