მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "მეცი" დავითაშვილის "ბორდოსთან" ერთად ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-19 ტურშიც გამოიჩინა თავი.

„მეცმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ 2:0 დაამარცხა. მიქაუტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 90+2-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 19 მატჩში 9 გოლია. ის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ „ბორდოს“ თავდამსხმელ ჯოშუა მაჯას ჩამორჩება, რომელმაც 11 გოლი გაიტანა.

„მეცი“ 31 ქულით მესამე პოზიციაზეა და 28 იანვარს გასვლაზე „ვალანსიენს“ შეხვდება.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ სახლში „ამიენთან“ კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი და ფრეს დასჯერდა (1:1). ქართველი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„ბორდო“ 33
ქულით მე-2 ადგილზეა და 28 იანვარს სტუმრად „დიჟონს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს დავითაშვილი კიდევ თამაშობს სადმე? ყარაულის თოფივით წელიწადში ერთხელ გააქვს გოლი
ნაპოლი
14 იანვარი 2023 11:55
30
ზაფხულში ძალიან გაუჭირდება გუნდს იმ ფეხბურთელის შენარჩუნება, რომელსაც წელიწადნახევრის წინ მათი დონის მოთამაშედ არ თვლიდნენ. დრო დააკარგვინეს ბელგიაში 1 წელი და ამან გარკვეული რეგრესი გამოიწვია. სიმართლე თუ გინდათ, მისი გაშვების გამო ვერ დარჩნენ ლიგა 1ში. ძალიან ცოტა დააკდათ. ვფიქრობ წინა სეზონის მეცი სხვა გუნდი იქნებოდა გიოსთან ერთად. უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში როგორც კვარას. წარმატებები ორივეს
Haaland
14 იანვარი 2023 11:35
2
მეცის შემადგენლობაში დატოვებას უპირებდნენ,პირველ ტურში ითამაშა კიდეც.დროის გასაყვანად,სულ ბოლო დამატებულ წუთზე შეუშვეს მოედანზე,შორიდან ბურთი გადაუგდეს,მანაც მიიღო საჯარიმოს წინა ხაზთან და კარისაკენ დაარტყა.მცველმა დაუბლოკა დარტყმა და ისევ გიორგის მიუვიდა.მანაც განმეორებით დაარტყა,მაგრამ კვლავ დაუბლოკეს და მეტოქის ფეხბურთელმა,ფლანგზე,გვერდით ხაზთან ახლოს წამოიღო ბურთი.ჩამოვიდა მეცის კარისაკენ,თითქმის კუთხურის ალამთან,იქიდან შიგნით შეტეხა და საჯარიმოში შევიდა,დაარტყა და დამატებული დროის ბოლო წამზე გოლი გაუტანა მეცს.მატჩიც გოლთან ერთდროულად დასრულდა და მატჩი წააგეს.ბურთი რომ დაეჭირა,არაფერიც არ მოხდებოდა და მატჩიც ფრედ დამთავრდებოდა,გოლის ავტორს რომ დასდევნებოდა,ხელს შეუშლიდა და კარისაკენ არ გაუშვებდა.გადაღლილმა მცველებმა კი,ხელი ვეღარ შეუშალეს.მისი ქმედება,ტაქტიკური შეცდომა იყო,მძიმე შედეგებით.სწორედ ეს არ აპატიეს და გუნდიდან იჯარით გაუშვეს.
სოსო
14 იანვარი 2023 21:44
0
,,ბორდო,, და ,,მეხი,, ლიგა-1ში.
ჟორჟ მიაწექით შენც და ზურიკომაც.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების კლუბებს, რომ შეხედავენ ცოტა ნერვიულობა დაიწყება მოწინააღმდეგეს და ეგაც ახდენს გავლენას გამარჯვებაზე. გამარჯვებებით გევლოთ.
100%
14 იანვარი 2023 04:16
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული