სპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია

AutoSharing Option
"იუვენტუსის" 5:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"ჩემმა გუნდმა შესანიშნავი მატჩი ძალიან მაღალ ტემპში ჩაატარა. ეს ისაა, რაც უნდა გავაკეთოთ. დიდებული საღამოა, გულშემატკივრებმა მაგრად დაგვიჭირეს მხარი და ფეხბურთელებმა ამისათვის მადლობა გადაუხადეს. სწორად ვმოქმედებდით, მაშინაც კი, როდესაც გოლი გავუშვით და მოწინააღმდეგე თამაშში დაბრუნდა.

ოსიმენის პოტენციალით გაოგნებული ვარ, რომლის რეალიზაცია ბოლომდე არ მოუხდენია. ის ყველაზე ძლიერია.

კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ფეხბურთელების ტექნიკა გააჩნია, საგოლე ალღო, ბურთის მეკარისთვის ყველაზე ძნელად ასაღებ კუთხეში გადაგზავნა ეხერხება. გეგონება მარჯვენა ფეხით დარტყმას აპირებს, ამ დროს
კი ფინტით მარცხნივ გადის. ძლიერია ფიზიკურად და ტექნიკურად. მესმის, მის მსგავს ფეხბურთელებს არ მოსწონთ ძალისმიერი ორთაბრძოლები და დაცვითი ფუნქციების შეთავსება.

სკუდეტო? ეს გამარჯვება პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გზავნილია. მეტოქეს ვაჯობეთ და მოგება დავიმსახურეთ".

altფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

 

altკვარაცხელია საოცარი შეფასებებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

altხვიჩას მეორე საგოლე პასი "იუვენტუსთან" [VIDEO]

alt"კვარამ" "იუვენტუსთან" საგოლე პასი შეასრულა [VIDEO]

altხვიჩა ბრწყინავს და გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

altხვიჩას გოლი! "ნაპოლი" ორბურთიანი სხვაობით იგებს [VIDEO]

alt"კვარას" აკრობატული დარტყმა და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" იგებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
ხედავთ,უპირობო გვერდზე დგომას როგორი შედეგი მოაქვს? ამას ვგულისხმობდი,როცა პასუხის მოედანზე გაცემას ვაანოსებდი და ყველას გაეცა პასუხი,შიგინითაც და გარეთაც. იმ ჩემს კომენტარზე რამოდენიმე დისლაიქი იყო და ეს თქვენთვის არის,ქართველთ მოძულენი ხართ,უმჯობესი იქნება ქვეყნიდან წახვიდეთ. ჩვენ ძმა ევროპაში რთულ პირობებში იყო,ყველა აკრიტიკებდა,ხოლო თქვენ კრიტიკაზე კრიტიკას უმატებდით. ამ კვირაში,რთული თამაშები გვქონდა,ვალენსიამ დიდი ბრძოლა გაუმართა რეალს და მამარდას ცოტა დააკლდა,კინაღამ აუღო მოდრიჩს. მიუხედავად წაგებისა,მამარდამ მოსფლიო აალაპარაკა კიდევ ერთხელ და უმაგრესი თამაში დადო,აქეთ ხვიჩამ იუვე ათრია ძველი პირსახოცივით,ხოდა ეს როგორ არ უნდა გაგიხარდეთ?! ვინ გაგზარდათ ან სად გაიზარდეთ? გადახედეთ თამაშს,რაც ბრაზილიელ დანილოს დაემართა და რა გამომეტყვლებაც ქონდა,თქვენც ის გელით სულ მალე.

პ.ს. ხვიჩას და ზოგადად,ქართველთ მოძულები მიბრძანდით ქვეყნიდან ან დო ვსტრეჩი ვ კაპეზე
გიული ვარ მე,მებონია
09:51 14-01-2023
9
სპალეტი არ გააყიდინო ოსიმენი და კვარაცხელია არანაირ ფასად ორი წელი მაინც და დიდებას მოიხვეჭ ასეთი დუეტი არავის არა ჰყავს ორივე უძლიერესია ცალცალკე და ერთად ხომ საერთოდ!!!
ზაზა
07:52 14-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული