"მეფე დაბრუნდა" - იტალიელი ქომაგები "კვარას" თამაშს ეხმაურებიან

AutoSharing Option
13 იანვარს "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, Sofascore-ის მიხედვით, "კვარა" 9.0 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სოციალურ ქსელში ქართველის შესახებ, იტალიელი გულშემატკივრები კვლავ ბევრს წერენ, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"მეფე დაბრუნდა, ჩვენი პატარა "კვარავაჯო", მადლობა დაუვიწყარი საღამოსთვის".

"ამ ბიჭის გამო ეს გამარჯვება ორმაგად მიხარია, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი დაბრუნდა! დრიბლინგით, ჯადოსნური პასებითა და გოლით".

"კვარაცხელიამ "იუვესთან" საოცარი მატჩი ჩაატარა, მისი მეორე საგოლე პასი ოსიმენის გოლზე პოეზიას ჰგავდა"

"რა ფეხბურთელია!"

"გასულ
საღამოს ჩვეული კვარაცხელია ვიხილე, "იუვენტუსის" მცველები ძალიან ეცადნენ, თუმცა მის წინააღმდეგ ვერაფერი შეძლეს".

"მან და ოსიმენმა მეტოქე გაანადგურეს, ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ამ მრისხანე დუეტს მიუძღვის".

"კვარაშოუ" დაბრუნდა, სად გაქრნენ კრიტიკოსები?".

"მეორე საგოლე პასის მომენტში იოჰან კრუიფი გამახსენდა, ხვიჩას მისი მსგავსი ელეგანტურობა და კლასი აქვს".

"კვარაცხელიას უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, შენ ნეაპოლელი ქომაგების გულში განსაკუთრებული ადგილი გიკავია".

შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 20 მატჩი გამართა თავი კი 9 გატანილი გოლითა და 13 შედეგიანი პასით გამოიჩინა, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს 21 იანვარს "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" პრეზიდენტმა "იუვენტუსთან" მატჩი შეაფასა

alt"ყველა კრიტიკოსი სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო" - რას წერენ იტალიურ მედიაში "კვარას" თამაშზე

alt"მის წინააღმდეგ ვერაფერი გავაწყვეთ" - ალეგრი "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ

altსპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია

მკითხველის კომენტარები / 20 /
ძვირფასო ქართველნო, კვარას თამაშს ჯერ კიდევ რუსთავში რომ შეცვლაზე შემოდიოდა იქიდან ვუყურებ. მას შემდეგ არცერთი თამაში არ გამომიტოვებია, ყველა ნანახი მაქვს. მინდა ერთი რჩევა მოგცეთ გთხოვთ დაასრულოთ ეს მარაზმი რასაც სტადიონზე და ფეისბუქზე ხდება. ეს ჩოხა ახალუხებით და საქართველოს დროშებით მღვდელ-მონაზონები და მომღერალთა ანსაბლები ამ ნაპოლის ქუჩებში რომ შემოსძახებთ ამ ქართულ სიმღერებს მართლა გგონიათ რომ ვინმეს მოსწონს? ნიგერიელები რომ ჩამოვვივდნენ თავიანთი საყვირებით და მექსიკელები სომბრეროებით და ატეხონ ჭყლოპინი მოგეწონებათ? პატარა ერის სინდრომ გჭირთ. მესმის კვარას თამაშის ნახვა გინდათ, ჩადით და ცივილიზებულად უგულშემატკივრეთ. დგახართ და ჩოხაახალუხში გამოჭედილები ჯორჯიას და კვარას კივიხართ, მართლა გგონიათ რომ ეს ვინმეს მოსწონს?!
Semi
19:52 14-01-2023
28
იუვენტუსმა კაცურად,ნაღდი ფეხბურთი ითამაშა და მართალია განადგურდა,მაგრამ უკადრებელი არ უკადრებია.ეს მხოლოდ ღირსებას მატებს მათ.ინტერი სხვანაირად მოიქცა და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მაგრად ითამაშა,ძირითადში მაინც,ანტიფეხბურთის ელემენტებით გაიმარჯვა და ამის მთავარი დამნაშავე,მატჩის მსაჯი იყო.სანახაობრივად რომელი მატჩი სჯობდა,მგონი სალაპარაკოც არაფერია.ეს მატჩი მართლაც შესანიშნავი საყურებელი გამოდგა.ახლა მსაჯების ასარჩევია,რომელი ურჩევნიათ და როგორ განაგრძობენ მსაჯობას.ჩვენთვის მთავარი მაინც ისაა,რომ ნაპოლი და კვარა,დაბრუნდა!
სოსო
16:29 14-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული