მამარდაშვილის "მშრალი მატჩი" - "ვალენსია" მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის მერვედფინალში „ვალენსიამ“, რომლის კარსაც გიორგი მამარდაშვილი იცავდა, გასვლაზე სეგუნდა დივიზიონის „ხიხონი“ 4:0 დაამარცხა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს, მეტოქეს შესვენებამდე მოუთავეს საქმე, მეორე ტაიმში მარინოს კარი კიდევ ერთხელ დალაშქრეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მეოთხედფინალში „ღამურების“ მეტოქე კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.

„ვალენსია“ შემდეგ მატჩს 24 იანვარს ლა ლიგაზე საკუთარ მოედანზე „ალმერიასთან“ ჩაატარებს.

ხიხონი. „ელ მოლინონი“. 14 625 მაყურებელი
ხიხონი - ვალენსია 0:4
გოლები: 0:1 კავანი (10), 0:2 კლუივერტი (22), 0:3 კავანი (39), 0:4 ლინო (64)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფსიქოლოგიური მომენტია ეგ გამოსვლა.ემოციები აჭარბებს მაგ დროს ყველანაირ ზღვარს და მაგიტომ ემართება მასე….ნოიერის ნახევარი სიმშვიდე მაინც ჭირდება გამოსვლებზე და ლეგენდარული მეკარე გახდება!პენლები საერთოდ არაა სანერვიულო არც ბუფონი ყოფილა მაგის დიდოსტატი და ბევრი ძლიერი მეკარე!
ლუკა
15:08 19-01-2023
0
ეს გამოსვლაზე რა ჭირს სულ ვიღაცა რომ უნდა დაამტვრიოს ხან თავისიანი ხან მოწინააღმდეგე და სულ პენალტის ზღვარზე, ხაზზე ხალიან ძლიერია ეს გამოსვლები გამოასწოროს და სრულყოფილი უმაღლესი დონის მეკარე იქნება, ჩემზე კარგად იცის რაც აქვს მინუსი გიომ გამოასწორებს აუცილებლად
Soso
12:18 19-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული