ოსიმენი: კვარაცხელია ფუნდამენტურია, სპალეტი - შთაგონების წყარო, მიზანი კი მხოლოდ სკუდეტო არაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა Radio Kiss Kiss-თან განაცხადა, რომ "იუვენტუსთან" მოგებული მატჩის შემდეგ გულშემატკივართა სიხარულის გამო ბედნიერი იყო, "კრემონეზესთან" წაგება მტკივნეული გახლდათ, შეცდომების გამოსწორებაა საჭირო, "სალერნიტანასთან" დაპირისპირებისთვის სერიოზულად ემზადებიან, სერია A-ში სიურპრიზები მოსალოდნელია, მეტოქეს პატივს სცემენ, მაგრამ სამი ქულა სჭირდებათ.

ოსიმენის თქმით, მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მისთვის შთაგონების წყაროა, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტაქტიკაზე ხშირად მუშაობენ; მიზანი მხოლოდ სკუდეტო როდია, რამეთუ "ნაპოლი" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სეზონის ბოლოს გამარჯვება ფანებთან ერთად უნდა იზეიმონ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი
ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც მითამაშია. წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს. თუმცა ვერ დავივიწყებ სხვა ძლიერ პარტნიორებსაც - ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსს, მაგრამ "კვარა" ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, დაამტკიცა, რომ გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ბევრ გადაცემას მიკეთებს და მიხარია, რომ "ნაპოლიში" იზრდება და დიდი ფეხბურთელი ხდება. არ ვფიქრობ, რომ მისგან მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, თუმცა, იმედია, მომავალში უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს".

მკითხველის კომენტარები / 21 /
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
13:09 20-01-2023
0
ხვიჩას,გუნდში ყველაზე მაგრად უდგას გვერდში უფროსი ძმასავითაა მარტო ის რად ღირდა პენალტის დასარტმელად ბურთი თვითონ რომ მიუტანა.სპალეტის დამსახურება ისაა რომ გუნდი შეკრულია და კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებს.ხოლო ზედმეტი ქებადიდება რომ ახალგაზრდებზე ცუდად მოქმედებს ამის მაგალითები ბევრი გვაქვს.
ამაშია საქმე
12:29 20-01-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული