"ტოტენჰემი" ლორისის შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" უგო ლორისის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს, ამის შესახებ FourFourTwo იტყობინება.

ანტონიო კონტე ფრანგი მეკარის თამაშით უკმაყოფილოა, 36 წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონში უამრავი შეცდომა დაუშვა და ზაფხულში, დიდი ალბათობით "დეზების" რიგებს დატოვებს.

გამოცების ცნობით, "მამარდა" სიაში ერთადერთი ფეხბურთელი არაა და მასთან ერთად ლონდონელთა ხელმძღვანელობა: ალფონს არეოლას, ალბან ლაფონტისა და ივან მელიეს შეძენითაც ინტერესდებიან.

სავარაუდოდ, ინგლისელებს 22 წლის ქართველი მეკარის შეძენა გაუჭირდებათ, რადგან "მამარდას" "ღამურებთან" ხელშეკრულება 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.

alt"ლივერპული" გიორგი მამარდაშვილით

დაინტერესდა - უცხოური პრესის ინფორმაცია

altმეოთხედფინალში მამარდაშვილის "ვალენსიას" მეტოქე გაირკვა

altმამარდაშვილი 10 საუკეთესო მეკარეს შორის - Top soccer blog-ის რჩეულები

მკითხველის კომენტარები / 6 /
პრემიერლიგაში ქართველების მიგრაცია ნაკრებისთვის კარგად არ იმოქმედებს. ეს სიმღერა 90-იან და 00-იან წლებში მოვისმინეთ. გაცილებით აჯობებს საფრანგეთი, გერმანია, იტალია ან ესპანეთი ქართველებისთვის და არა ინგლისი, შოტლანდია და მისთანანი...
ლაშა
15:30 21-01-2023
13
ას მილიონს თუ გადაიხდიან წავა რათქმა უნდა
beqa
14:18 21-01-2023
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული