სპალეტიმ "ნაპოლისთვის" ფუნდამენტალური ფიგურა დაასახელა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-19 ტურში "ნაპოლიმ", რომელსაც ავადმყოფობის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, სტუმრად "სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა, რომელმაც განსაკუთრებულად გუნდის კაპიტანი და გასულ მატჩში პირველი გოლის ავტორი ჯოვანი დი ლორენცო გამოყო:

"დი ლორენცო ჩვენთვის ფუნდამენტალური ფიგურაა. ის იმსახურებს კაპიტნის სამკლაურს და ყველა თანხმდება, რომ "ჯიო" ამ როლს შესანიშნავად უმკლავდება.

მას ვარჯიშზეც და თამაშის დროსაც პარტნიორებზე ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ის აგზავნის მნიშვნელოვან სიგნალებს და აქვს პასუხისმგებლობა", - თქვა სპალეტიმ.

altსპალეტი: სკუდეტოს მოგების

დიდებული შანსი გვაქვს
მკითხველის კომენტარები / 12 /
კიბატონო გეთანხმები ლევან რომ მეტ ხელფასს იმსახურებს მაგრამ ნაპოლიში თავისი საქმე უკეთ იციან როდის გააფორმონ ხვიჩას უკეთესი კონტრაქტი და ეს ყველაზე კარგად თვით ხვიჩამ იცის და მის მონდომებას და კარგ თამაშზეა დამოკიდებული თუ ასე გააგრძელა როგორც იუვეს თან ითამაშა და უფრო მოუმატა ნაპოლის თუ სკუდეტო და ლიგა მოაგებინა ნახავთ როგორ კონტრაქტზე იქნება საუბარი რა ც შეეხება სხვაგან გადასვლა მე მაგალითად არ მიმაჩნია გამართლებულად რადგანაც ნიაპოლში კვარა ყველას უყვარს და თუ მართლა მისი დამსახურებით სკუდეტო მოიგეს გააღმერთებენ ფანები და ამ დროს გუნდის დატოვება დიდი შეცდომა იქნება.ასევე კვარა იტალიურ ჩემპიონატს კარგად მოერგო და ქვეყნის შეცვლა ცოტა სარისკოა ბევრი ამომავალი ვარსკვლავი ჩაკარგულა ნაადრევად კლუბის გამოცვლით დაკვარამაც ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას მითუმეტეს სპალეტი იგორ ენდობა და რამხელა პროგრესი განიცადა მის ხელში.ასე რომ კახა დაგვრჩენია ვუბალეშჩიკოთ ჩვენს საამაყო ხვიჩას.ხმერთმა ხელი მოუმართოს და ისე გაბრწყინდება რომ გადაფაროს მესი .რონალდო და სხვა მისთანები
ქართველი
29 იანვარი 2023 19:20
0
აბსოლუტური სიმართლეა.რატომ უნდა ითამაშოს მიზერულ ხელფასზე?თუ გამოჩნდებიან უფრო დიდი თანხის გადამხდელები, უნდა წავიდეს.
ჯანაშია ვაგნერი.
22 იანვარი 2023 23:42
1
ერთი გამაგებინეთ, რამდენიმე სეზონი უნდა დარჩესო, რომ ამბობთ, ხომ დაამტკიცა ხვიჩამ, რომ ნებისმიერ დონეზე გაქაჩავს, და თან როგორ. აბა მუდრიკი 100მილიონი ღირს და 7-ჯერ მეტი ხელფასი რატომ უნდა ქონდეს ხვიჩაზე, ბოღმა მახჩობს მე პირადად. ნაპოლიში ერთ მილიონად ათამაშებენ. კაი თავიდან რა იცოდნენ, როგორ გაქაჩავდა, ამ სეზონის შენდეგ, მე რომ ხვიჩას ადგილზე ვიყო, უფრო დიდ კლუბში წავიდოდი, ბევრად მეტსაც გადამიხდიდნენ. რატომ არა? მითხარით ვინმემ, ერთ მილიონად რატომ უნდა ითამაშოს, ჰაი კლასია უკვე...
ეს ჩემი აზრია რა თქმა უნდა.
ლევანი
22 იანვარი 2023 22:43
3
მუდრიკს იმიტომ აქვს მეტი ხელფასი და ტრანსფერიც მეტი დაჯდა,რადგან ის გაცილებით მაღალი დონის კლუბშია ვიდრე ნაპოლია.გაცილებით მეტად უღირთ ინვესტიციის ჩადება და მიღწევებიც მეტი აქვთ ვიდრე ნაპოლია ;) ჩელსი სხვა გუნდია,სხვა ერთგულებაა და ლონდონის პატარა ნაწილია,რომელიც ბევრად აღემატება ნეაპოლის ამხელა ქალაქის გუნდს.ესაა ბრიტანელებსა და იტალუელებს შორის განსხვავება.ამიტომაც ნაპოლი იმდენს ვერ გადაუხდის,რასაც თუნდაც ნიუკასლი ან ტოტენჰემი.
qomagi
22 იანვარი 2023 23:45
0
ხვიჩამ რამდენიმე წელი უნდა ითამაშოს ნაპოლიშიო. მე კიდე ვთვლი, რომ ხვიჩამ ნაპოლიში იქამდე უნდა ითამაშოს, სანამ გვერდით ოსიმენი ეყოლება. არავინაა მაგ გუნდში ხვიჩას და ოსიმენის დონის, კი იყვნენ მსოფლიოზე ნაკრებებში წარმოდგენილები, მაგრამ საერთოდ ვერაფერი გააკეთეს. ოსიმენის გარეშე ნაპოლიში დარჩენა ხვიჩას კარიერას ძალიან დააზარალებს. ყოველთის ვერ იქნება ნაპოლი იტალიის სიის სათავეში და შესაბამისად გრანდების დაკვირვების ქვეშ.
ლადო
22 იანვარი 2023 20:52
1
ლადო, მეგობარო, ეგ ორი ისეთი კაი ბიჭები არიან, რომ ერთმანეთის გარეშეც მიაღწევენ დასახულს, მაგრამ, გაუკვირდით რამდენი გოლი აქ ოსიმჰემს? 13/3 და რამდენი გოლი აქ ხვიჩიას ასისტებით? მე მართლა არ ვიცი,ოთხზე ნაკლები ალბათ არ იქნება, ხვიჩიას კი 7/7 ძე აქ სერია A ში
გიო
22 იანვარი 2023 22:02
0
მე პირადად არანაირი კითხვა არ მაქ სპალეტისთან, ხვიჩამ ჯერ რამოდენიმე წელი ნაპოლიში უნდა ითამაშოს, და რაც მთავარია იტალიური ენა უნდა ისწავლოს კულტურა და ა.შ. მაგალითად როგორც შრკტელი იყო.
გიო
22 იანვარი 2023 15:41
1
არადა, ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვანს ნიშნავს! შენობა რაზე დგას? საძირკველზე, იგივე "ფუნდამენტზე" ხომ? ეს რომ არ იყოს ნაგებობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ზემოდან დაიწყებდნენ მაშინ მშენებლობას. :)
"მერწმუნე შვილო გამოცდილია,
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის,
ყოველი გარჯა დაკარგულია."
დ.გურამიშვილის ანდერძია ეს და მე პირადად ვეთანხმები.
ისე, ჩემი შეხედულებით დღეს ნაპოლის ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, ძირითადი ბირთვიდან საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მათგანს შეუძლია ფუნდამენტური როლის საკუთარ თავზე აღება.
Guriec
22 იანვარი 2023 15:32
3
არადა სწორედ რომ ყველაზე მნიშვნელოვანს ნიშნავს. მშენებლობას საიდან ვიწყებთ? ფუნდამენტიდან, ანუ საძირკველიდან არა? ჰოდა,
"მერწმუნე შვილო გამოცდილია,
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის,
ყოველი გარჯა დაკარგულია..." :)
არავისთან ვდავობ, უბრალოდ, ჩემი შეხედულებით, მთელი ნაპოლი ერთი უმტკიცესი შენობაა და ყველა მათგანს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია ფუნდამენტური როლის მორგება!
Guriec
22 იანვარი 2023 14:52
2
ფუნდამენტალური არ ნიშნავს ყველაზე მნიშვნელოვანს… სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს კი, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანს. ფუნდამენტალური მნიშვნელობის გუნდში შეიძლება ან ყველა იყოს ან რამდენიმე.

მაინც, განმარტება გავაკეთე, ვიდრე კითხვები დაისმება რატომ არა ხვიჩა ან ოსიმენი ან ლობოტკა ))
ფუნდამენტალური
22 იანვარი 2023 13:10
3
მაგარს ექაჩები ხო?
ფუნდამენტალურ-ს
22 იანვარი 2023 18:16
0
იმიტომ, რომ ეს საფეხბურთო დიპლომატიაა!! როგორც კი გამოუჩნდა ამის შანსი, რათქმაუნდა გამოიყენა!! ეს ფეხბურთია, მას არც ხვიჩა თამაშობს მარტო და არც ლობოტკა, იქ მთელი დიდი არმიაა, ოჯახი, პერსონალი, სამზარეულოც კიი.. ის დიდი კლუბია, ის საფეხბურთო ზენიტზეა ამ ეტაპზე და თქვენი აზრით ვის სჭირდება რაღაც იდიოტობის როაშვა?!
ვალერი
22 იანვარი 2023 14:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული