სპალეტიმ "ნაპოლისთვის" ფუნდამენტალური ფიგურა დაასახელა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-19 ტურში "ნაპოლიმ", რომელსაც ავადმყოფობის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, სტუმრად "სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა, რომელმაც განსაკუთრებულად გუნდის კაპიტანი და გასულ მატჩში პირველი გოლის ავტორი ჯოვანი დი ლორენცო გამოყო:

"დი ლორენცო ჩვენთვის ფუნდამენტალური ფიგურაა. ის იმსახურებს კაპიტნის სამკლაურს და ყველა თანხმდება, რომ "ჯიო" ამ როლს შესანიშნავად უმკლავდება.

მას ვარჯიშზეც და თამაშის დროსაც პარტნიორებზე ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ის აგზავნის მნიშვნელოვან სიგნალებს და აქვს პასუხისმგებლობა", - თქვა სპალეტიმ.

altსპალეტი: სკუდეტოს მოგების

დიდებული შანსი გვაქვს
მკითხველის კომენტარები / 12 /
კიბატონო გეთანხმები ლევან რომ მეტ ხელფასს იმსახურებს მაგრამ ნაპოლიში თავისი საქმე უკეთ იციან როდის გააფორმონ ხვიჩას უკეთესი კონტრაქტი და ეს ყველაზე კარგად თვით ხვიჩამ იცის და მის მონდომებას და კარგ თამაშზეა დამოკიდებული თუ ასე გააგრძელა როგორც იუვეს თან ითამაშა და უფრო მოუმატა ნაპოლის თუ სკუდეტო და ლიგა მოაგებინა ნახავთ როგორ კონტრაქტზე იქნება საუბარი რა ც შეეხება სხვაგან გადასვლა მე მაგალითად არ მიმაჩნია გამართლებულად რადგანაც ნიაპოლში კვარა ყველას უყვარს და თუ მართლა მისი დამსახურებით სკუდეტო მოიგეს გააღმერთებენ ფანები და ამ დროს გუნდის დატოვება დიდი შეცდომა იქნება.ასევე კვარა იტალიურ ჩემპიონატს კარგად მოერგო და ქვეყნის შეცვლა ცოტა სარისკოა ბევრი ამომავალი ვარსკვლავი ჩაკარგულა ნაადრევად კლუბის გამოცვლით დაკვარამაც ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას მითუმეტეს სპალეტი იგორ ენდობა და რამხელა პროგრესი განიცადა მის ხელში.ასე რომ კახა დაგვრჩენია ვუბალეშჩიკოთ ჩვენს საამაყო ხვიჩას.ხმერთმა ხელი მოუმართოს და ისე გაბრწყინდება რომ გადაფაროს მესი .რონალდო და სხვა მისთანები
ქართველი
19:20 29-01-2023
0
აბსოლუტური სიმართლეა.რატომ უნდა ითამაშოს მიზერულ ხელფასზე?თუ გამოჩნდებიან უფრო დიდი თანხის გადამხდელები, უნდა წავიდეს.
ჯანაშია ვაგნერი.
23:42 22-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული