ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სპალეტიმ "ნაპოლისთვის" ფუნდამენტალური ფიგურა დაასახელა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-19 ტურში "ნაპოლიმ", რომელსაც ავადმყოფობის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, სტუმრად "სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა, რომელმაც განსაკუთრებულად გუნდის კაპიტანი და გასულ მატჩში პირველი გოლის ავტორი ჯოვანი დი ლორენცო გამოყო:

"დი ლორენცო ჩვენთვის ფუნდამენტალური ფიგურაა. ის იმსახურებს კაპიტნის სამკლაურს და ყველა თანხმდება, რომ "ჯიო" ამ როლს შესანიშნავად უმკლავდება.

მას ვარჯიშზეც და თამაშის დროსაც პარტნიორებზე ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ის აგზავნის მნიშვნელოვან სიგნალებს და აქვს პასუხისმგებლობა", - თქვა სპალეტიმ.

altსპალეტი: სკუდეტოს მოგების

დიდებული შანსი გვაქვს
ასევე დაგაინტერესებთ