"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" ჯანო ანანიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც გუშინ ვწერდით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დუბაიში იმყოფებოდა, სადაც შეკრებაზე მყოფ თავის ყოფილ გუნდ მოსკოვის "სპარტაკს" ეწვია. 

- ხვიჩა სერია A-ს არღვევს... ელოდით, რომ იტალიაში ასე გაიხსნებოდა?

- ბათუმის "დინამოში" მასთან ერთად ვიყავი და მივხვდი, რომ ხვიჩა სულ სხვა დონეა. მისი მიზანია - უბრალოდ, სულ ზევით და ზევით, ტოპ-დონისკენ!

კვარაცხელია ფეხბურთით ცხოვრობს და საათნახევრიანი ვარჯიშითაც კი არ შემოიფარგლება. მთელ თავისუფალ დროს ხვიჩა ფიქრობს, როგორ გააუმჯობ
ესოს თავისი თამაში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ის უკვე ძალიან ძლიერ კლუბშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე მსოფლიო გრანდში ვიხილავთ!

- ინგლისის პრემიერლიგაზე ჭორები დადის... რას იტყოდით ამ ამბავზე?

- ვიცი, რა ვარიანტები აქვს მას. დიახ, ეს ინგლისური ტოპ-კლუბებია! მაგრამ ვფიქრობ, რომ "კვარას" კიდევ ერთი წელი მაინც სჭირდება "ნაპოლიში" დარჩენა.

მან უნდა მოიგოს იტალიის ჩემპიონატი, დაუმტკიცოს ყველას თავისი შესაძლებლობები და შემდეგ წავიდეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში.

- შეიძლება ხვიჩა ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდეს?

- ვფიქრობ, კი. მას ამისთვის ყველაფერი აქვს. ამ ტიტულს ჯერჯერობით კახა კალაძე ატარებს, მაგრამ ხვიჩას შეუძლია მას გადაასწროს.

altჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 39 /
ამან დაასახელა კალაძე ისტორიაში საუკეთესოდ? ისტორიაში საუკეთესო ქართველები - პაიჭაძე, მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ყიფიანი, დარასელია, ქინქლაძე, შოთა და ა.შ. არიან, გამოცდილ ხალხს კი შევეკითხოთ ჩივაძე სჯობდა თუ კალაძე?
xmali
02 ივნისი 2023 16:19
0
თქვა ადამიანმა რომელსაც ფეხბურთი არ გამოუვიდა და სპარტაკს დაყვება იქით აქეთ. რუსული ჩემპიონატის იქით ვერსად გაიხედა. პირიქით უფრო დიდ კლუბში და უფრო ძლიერ მწვრთნელთან უდა გადავიდეს რომ შესაბამისი სათამაშო სქემის ნაწილი გახდეს. დარჩენა უნდა იმ მოთამაშეებს რომელიც ადაპტაციას ვერ გადიან პირველ წელს გუნდში
ddd
25 იანვარი 2023 11:13
6
ჯანოს რომ სცოდნოდა,რა ქარიშხალსაც სთესდა,სიტყვას არ დასძრავდა კალაძეზე:)

ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო ვუსურვოთ ჯანოს,კარგ პიროვნებასა და,სამწუხაროდ,ბოლომდე გაუხსნელ უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელს.
მერაბი
25 იანვარი 2023 10:48
0
kaladze rogorc pexburteli tavisi shromit miagwia umagles mwevervalebs da es aris pakti, da naceskta amas ver gaekcevit versad, mogwont tu ar mogwont es!!! exla adekit da haershi gaikvanzet tu gindat:)), rogorc meri da politikosi es ukve sxva temaa da ak amaze ar visaubreb!!
სანდრო
25 იანვარი 2023 01:42
9
ტიტულის მოპოვება ფეხბურთში პირობითია. ქართულ ფეხბურთს ბევრი დიდი მცველი ყავდა, მათ შორის კახა ალბათ ხუთეულში შევიდოდა. ხურცილავა უდავოდ პირველია, რადგან წლების განმავლობაში საბჭოთა შოვინისტური ნაკრების კაპიტანი იყო და ორი თავით მაღლა არ იდგე დანარჩენებზე, გამორიცხულია. რეზომ, რომელმაც ირლანდიაში ჯორჯ ბესტს ფეხი არ გაანძრევია და ამხელა ფეხბურთელმა მოსკოვში თამაშზე უარი განაცხადა, იქ სადაც ძოძუაშვილია მე არაფერი მესაქმებაო, ერთად-ერთი შემთხვევაა ალბათ ფეხბურთის ისტორიაში.
ჟორა გაბრიჭიძე
25 იანვარი 2023 01:08
0
კალაძეს მართლაც დიდებული კარიერა ჰქონდა, რასაც თავის შრომის ხარჯზე მიაღწია, ჯანოს უბრალოდ შეფასება შეეშალა, ტიტულოვანი კი ბატონო, მაგრამ საუკეთესო არა, ვისი თამაშიც მინახავს ყიფიანი ნომერ პირველია, ქინქლაძეს თავისუფლად შეეძლო საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გამხდარიყო მაგრამ.........
მამუკა
25 იანვარი 2023 00:16
1
მოკლედ, ერთი სიტყვის ჩაგდება გყოფნით და დაჭამეთ ერთმანეთი, ამდენი შეურაცყოფა, რა მგარი სირცხვილია, დაფიქრებულხართ? ვკითხულობ კომენტარებს და ვფიქრობ, რა უფრო უხარია ამ ხალხს, ქართველი კაცის წარმატება, თუ პირიქით? დიახ ბატონებო კალაძე იყო, ერთ-ერთი უძლიერესი მცველი, მსოფლიოში, და არა მარტო საქართველოში. მე ნანახი მაქვს, როგორ არ გაანძრევინა ფეხი: ზეედორფს(17 წლის ასაკში), ზიდანს, ფიგუს ...
თუმცა ქართველებს სხვა ბევრი მაგარი მცველები გვყვავდნენ:ხურცილავა, ძოძუაშვილი, ჩივაძე, კეტაშვილი, ცხადაძე, შელია...
მოკლედ საუკეთესო მათგან რომელი იყო, არ ვიცი. არც აქვს მნიშვნელობა, ყველა ჩემები არიან და იმიტომ.
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
24 იანვარი 2023 21:28
7
Gemovnebaze ar daobeno me piradad qinqladzeze umagres veravis vitkvi,axla kvara gvkavs,chems wina taobebs kifianze da shengelia abodebdat,ufro dzvelebs mesxze da metrevelze,ase rom bednieri eri vart amxriv,me tu mkitxavt titulebi da xalxis sixaruli sxvadasxva ram aris tu orive iqneba xom umagresi kidev, imedia kvaras ertic bevri eqneba da meorec...
Givi
24 იანვარი 2023 21:14
3
კალაძე არ არის ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. მაგრამ ის უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა და საკლუბო დონეზე ყველაზე ტიტულოვანიცაა. ვინც ასე არ ფიქრობთ - ფიქრის უნარი საერთოდ არ გაქვთ.
ქომაგი
24 იანვარი 2023 19:25
9
ორჯერ ევროპის უმაღლესი ტროფეი მოიგო და მილანში 9 წელი გათამაშონ მე მგონია ბერლისკონი მოისყიდა კალაძის ოჯახმა .
goga
24 იანვარი 2023 19:00
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული